0-დან 59%-მდე - ქვეყნები, სადაც ეროვნული ბანკების მიერ დადგენილი საპროცენტო განაკვეთი ყველაზე მაღალი/დაბალია

მსოფლიო 1751092980
პროცენტი

საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ეროვნული ბანკების მიერ დადგენილი საპროცენტო განაკვეთი ყველაზე მაღალი თურქეთშია, ყველაზე დაბალი კი სომხეთში.

Trading Economics-ის მონაცემების მიხედვით, ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული განაკვეთი თურქეთში 46%-ია, რუსეთში - 20%, საქართველოში - 8%, აზერბაიჯანში - 7.25%, ხოლო სომხეთში - 6.75%.

ამავე მონაცემების მიხედვით, ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი განსაზღვრულია ვენესუელას ცენტრალური ბანკის მიერ და 59.22%-ს უტოლდება, ყველაზე დაბალი კი არის შვეიცარიაში და 0%-ს შეადგენს.

ქვეყნები, სადაც ეროვნული ბანკების მიერ დადგენილი საპროცენტო განაკვეთი ყველაზე დაბალია, ასე გამოიყურება:

  • ვენესუელა - 59.22%;
  • თურქეთი - 46%;
  • ზიმბაბვე - 35%;
  • არგენტინა - 29%;
  • განა - 28%;
  • ნიგერია - 27.5;
  • მალავი - 26%;
  • კონგო - 25%;
  • სიერა-ლეონე - 24.75%;
  • ეგვიპტე - 24%.

იმ ქვეყნების ათეული, სადაც ეროვნული ბანკების მიერ დადგენილი საპროცენტო განაკვეთი ყველაზე დაბალია, ასეთია:

  • შვეიცარია - 0%;
  • ფიჯი - 0.25%;
  • კამბოჯა - 0.45%;
  • იაპონია - 0.5%;
  • დანია - 1.6%;
  • ტაილანდი - 1.75%;
  • სეიშელის კუნძულები - 1.75%;
  • სინგაპური - 1.76%;
  • ბოტსვანა - 1.9%;
  • ტაივანი - 2%.