1777103220
380 მლნ დოლარიდან 7 მლრდ დოლარამდე - 10 უმდიდრესი ვარსკვლავური წყვილი მსოფლიოში
სუპერ-მდიდარი ვარსკვლავური წყვილები ამბობენ, რომ ფულით ბედნიერებას ვერ იყიდი. თუმცა, ეს შეყვარებული და ულტრა-მდიდარი ვარსკვლავური წყვილები, როგორც ჩანს, ამ თეორიას უარყოფენ.
ბლეიკ ლაივლიდან და რაიან რეინოლდსიდან დაწყებული - სელენა გომესითა და ბენი ბლანკოთი დამთავრებული, წარმოგიდგენთ 10 ყველაზე მდიდარ ვარსკვლავურ წყვილს, რომლებიც მათი ერთობლივი ქონების მიხედვით არიან რანჟირებული.
10 უმდიდრესი ვარსკვლავური წყვილი მსოფლიოში
რაიან რეინოლდსი და ბლეიკ ლაივლი: 380 მილიონი დოლარი
წყვილი ერთმანეთს ფილმ „მწვანე ლამპარის“ გადასაღებ მოედანზე 2010 წელს შეხვდა. რეინოლდსი ცნობილია „დედპულის“ როლით, თუმცა მისი 350 მილიონ დოლარიანი ქონების დიდი ნაწილი ბიზნესიდან მოდის (Aviation Gin, Mint Mobile და საფეხბურთო კლუბი Wrexham AFC).
ლაივლიმ სახელი „ჭორიკანათი“ გაითქვა, ფლობს უალკოჰოლო სასმელების ხაზს Betty Buzz და თმის მოვლის ბრენდს Blake Brown. მისი პირადი ქონება 30 მილიონი დოლარია.
უილ სმიტი და ჯადა პინკეტ სმიტი: 400 მილიონი დოლარი
ისინი ერთმანეთს 1994 წელს შეხვდნენ სერიალ „ნორჩი პრინცი ბელ-ეირიდან“. უილ სმიტი უფრო ცნობილი და მაღალშემოსავლიანია. მისი ქონება „ადამიანები შავებში“ და სხვა ჰიტების წყალობით 350 მილიონია. ჯადა პინკეტ სმიტი („მატრიცა“, „მადაგასკარი“) კი 50 მილიონ დოლარს ფლობს.
ჯასტინ და ჰეილი ბიბერი: 500 მილიონი დოლარი
ჯასტინი მსოფლიოში აღიარებული პოპ-ვარსკვლავია, რომლის ქონება 200 მილიონ დოლარს შეადგენს.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჰეილი უფრო მდიდარია - მისი ქონება 300 მილიონი დოლარია. ჰეილის სიმდიდრე მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც თავისი სილამაზის ბრენდი Rhode კომპანია e.l.f. Beauty-ს მიჰყიდა 1 მილიარდ დოლარად შეფასებული გარიგებით
დევიდ და ვიქტორია ბექჰემი: 670 მილიონი დოლარი
გაერთიანებულ სამეფოში ცნობილი როგორც 'Posh and Becks', ისინი ერთ-ერთი ყველაზე საკულტო წყვილია.
დევიდი კვლავ გამოიმუშავებს ქონებას ინვესტიციებითა და სარეკლამო კონტრაქტებით, ხოლო ვიქტორიამ წარმატებული კარიერა მოდის ინდუსტრიაში შეიქმნა.
მათი იმპერიების ღირებულება 670 მილიონ დოლარს შეადგენს.
კაილი ჯენერი და ტიმოთე შალამე: 725 მილიონი დოლარი
კაილი ჯენერმა თავისი სილამაზის ბრენდი Kylie Cosmetics გიგანტურ იმპერიად აქცია; მისი ქონება 700 მილიონი დოლარია.
ტიმოთე შალამე კი ჰოლივუდის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი გახდა („დიუნი“, „ვონკა“) და ის 25 მილიონ დოლარს ფლობს.
რიანა და A$AP Rocky: 1 მილიარდი დოლარი
რიანას ქონების დიდი ნაწილი Fenty Beauty-სა და Savage x Fenty-ს წარმატებიდან მოდის და 1 მილიარდ დოლარს შეადგენს.
რეპერ ASAP Rocky-ს ქონება კი 30 მილიონ დოლარადაა შეფასებული.
სელენა გომესი და ბენი ბლანკო: 1.35 მილიარდი დოლარი
ისინი 2025 წელს დაქორწინდნენ. გომესი მის მეუღლეზე ბევრად მდიდარია - მისი ქონება Rare Beauty-ს წყალობით 1.3 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ბლანკომ კი, როგორც პროდიუსერმა, 50 მილიონი აშშ დოლარი დააგროვა.
ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი: 2.1 მილიარდი დოლარი
სვიფტი მუსიკის სფეროში ყველაზე მდიდარი ქალია და 2 მილიარდ დოლარს ფლობს.
კელსის ქონება კი 90 მილიონი დოლარია. გასულ წელს წყვილი დაინიშნა და მალე გრანდიოზულ ქორწილსაც გეგმავენ.
ბიონსე და ჯეი-ზი: 3.8 მილიარდი დოლარი
ისინი ერთობლივად 3.8 მილიარდ დოლარს ფლობენ.
ბიონსე გასული წლის ბოლოს ოფიციალურად შეუერთდა მილიარდერთა კლუბს, ხოლო ჯეი-ზის ქონება 2.8 მილიარდი დოლარია.
სტივენ სპილბერგი და ქეით კეპშოუ: 7 მილიარდი დოლარი
ისინი 1991 წლიდან არიან დაქორწინებულები. სპილბერგი, სამგზის ოსკაროსანი რეჟისორი („ყბები“, „იუპიტერის პარკი“), ფლობს წარმოუდგენელ 7 მილიარდ დოლარს.
წყარო: lovemoney.com



