ქვეყნები, სადაც სურსათის ფასი ყველაზე ძვირი/იაფია - რომელ ადგილზეა საქართველო

მსოფლიო 1777103220
სურსათი

საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის სურსათის ფასები ყველაზე მაღალი თურქეთშია, ყველაზე დაბალი კი რუსეთში - ამის შესახებ ირკვევა კვლევითი ორგანიზაცია Numbeo-ს განახლებული რეიტინგიდან.

კვლევის მიხედვით, 139 ქვეყანას შორის თურქეთმა 79-ე, ხოლო რუსეთმა 134-ე ადგილი დაიკავა.

სამეზობლოში სურსათის სიძვირით თურქეთს 86-ე ადგილით მოსდევს სომხეთი, ხოლო 104-ე ადგილით საქართველო. რაც შეეხება აზერბაიჯანს, ის რეიტინგში 112-ე ადგილზეა.

ამასთანავე, კვლევის მიხედვით, სურსათი ყველაზე ძვირი აშშ-ის ვირჯინიის კუნძულებზეა, მას კი მოსდევს შვეიცარია და ისლანდია.

იმ ქვეყნების ჩამონათვალში კი, სადაც ფასები ყველაზე დაბალია, პაკისტანი, ავღანეთი და ეგვიპტე ლიდერობს.

10 ქვეყანა, სადაც სურსათი ყველაზე ძვირია, ასე გამოიყურება:

  • აშშ-ის ვირჯინიის კუნძულები;
  • შვეიცარია;
  • ისლანდია;
  • ბაჰრეინი;
  • ბაჰამის კუნძულები;
  • ბარბადოსი;
  • ჰონგ-კონგი;
  • სამხრეთ კორეა;
  • ნორვეგია;
  • ამერიკის შეერთებული შტატები.

10 ქვეყანა, სადაც სურსათი ყველაზე იაფია, ასე გამოიყურება:

  • პაკისტანი;
  • ავღანეთი;
  • ეგვიპტე;
  • ირანი;
  • მადაგასკარი;
  • რუსეთი;
  • ინდოეთი;
  • პარაგვაი;
  • ლიბია;
  • რუანდა.

ინფორმაციისთვის, Numbeo-ს სურსათის ინდექსი აჩვენებს, რამდენად ძვირი ან იაფია საბაზისო საკვები პროდუქტების ფასები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.