1775881683
არტემის II-ის ეკიპაჟი დედამიწაზე წარმატებით დაეშვა
NASA-ს „არტემის II“ მისიის ფარგლებში ორბიტაზე მყოფი „ორიონის“ ტიპის კოსმოსური ხომალდი წარმატებით დაეშვა წყნარ ოკეანეში.
დაშვების შემდეგ მისიის ეკიპაჟის მეთაურმა რიდ უაისმენმა მისიის მართვის ცენტრს აცნობა, რომ ეკიპაჟის ოთხივე ასტრონავტი სტაბილურ და უსაფრთხო მდგომარეობაში იმყოფებოდა. მისიის განმავლობაში ასტრონავტებმა მთვარის გარშემო იმოგზაურეს და კოსმოსში ჯამში 10 დღე გაატარეს.
აშშ-ის საზღვაო ძალების სამძებრო-სამაშველო ჯგუფებმა ხომალდის ადგილმდებარეობა უკვე დააფიქსირეს. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ ისინი ასტრონავტებს კაფსულიდან უსაფრთხოდ ამოიყვანენ.
მისიის ეკიპაჟი შედგება ოთხი წევრისგან: ეკიპაჟის მეთაური რიდ უაისმენი (აშშ), მისიის სპეციალისტი ჯერემი ჰანსენი (კანადა), მისიის სპეციალისტი კრისტინა კოხი (აშშ) და პილოტი ვიქტორ გლოვერი (აშშ). კრისტინა კოხი გახდა პირველი ქალი, ვიქტორ გლოვერი — პირველი ფერადკანიანი ადამიანი, ხოლო ჯერემი ჰანსენი — პირველი არაამერიკელი ასტრონავტი, რომელმაც მთვარის გარშემო იმოგზაურა.
1775887200
შარლ დე გოლისა და მისი დაუნის სინდრომის მქონე ქალიშვილის გულის ამაჩუყებელი ისტორიაშარლ დე გოლის მესამე ქალიშვილი, სახელად ანა, დაუნის სინდრომით დაიბადა...მაშინ "მისნაირი" ბავშვების გამოჩენა სირცხვილად მიაჩნდათ მაღალ საზოგადოებაში და ბევრმა ოჯახმა დამალა შვილები ინსტიტუციებში, რათა რეპუტაცია არ შელახვოდათ.მაგრამ საფრანგეთის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე და მისი მეუღლე ივონი სხვა ადამიანებს არ ჰგავდნენ.მათ უარი თქვეს ანას გაშვებაზე და გადაწყვიტეს, გაეზარდათ მხიარულებით სავსე სახლში საკუთარ და-ძმასთან ერთად.ცნობილი გენერალი, რომელიც მკაცრი პოლიტიკოსი გახლდათ, ძალიან გულჩვილი და ბედნიერი მამა იყო ანასი. საკუთარი ქალიშვილისადმი მისმა სიყვარულმა, საფრანგეთის სახელმწიფოს დამოკიდებულება შეცვალა იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც მენტალური დარღვევები ჰქონდათ.ცოლ-ქმარ დე გოლებს უკვე ორი შვილი, ფილიპი და ელიზაბეთი ჰყავდათ, როდესაც 1928 წლის პირველ იანვარს მათი ქალიშვილი ანნა გაჩნდა. როდესაც დე გოლს დაურეკეს, რომ მეუღლესთან შესულიყო, ის მაშინვე მიხვდა, რომ რაღაც რიგზე არ იყო. „ბავშვი ცოცხალია?“,- ჰკითხა მან მედდას. მედდამ კი ჩუმად გაუწოდა საბანში გახვეული ჩვილი. შარლმა დიდი სიფრთხილით აიყვანა ქალიშვილი ხელში და თვალებით მეუღლეს გახედა.„ჩვენ მას ანას დავარქმევთ“, - თქვა დე გოლმა.პირველი დიაგნოზი, რაც დე გოლების ოჯახმა ექიმებისგან მოისმინა, ასე ჟღერდა: „მკურნალობა შეუძლებელია, გოგონა ვერასდროს შეძლებს სამიოდე სიტყვის თქმასაც, ვერ შეძლებს ჭამას დახმარების გარეშე. მხედველობის დაქვეითების გამო, კიბეზე ასვლა-ჩამოსვლასაც ვერ შეძლებს“.ანამდე არასდროს არავის უნახავს შარლი მომღიმარი. გენერალი ასე არასდროს იქცეოდა უფროს ვაჟთან, ფილიპთან და არც შუათანა ქალიშვილთან, ელიზაბეტთან. პატარა ანას კი, ის ხან საბავშვო სიმღერას და ხანაც სამხედრო მარშს უმღეროდა.„როგორც კი ანას ტირილს გაიგონებდა, იმ წამს ანებებდა საქმეს თავს და მასთან მიიჩქაროდა, იყვანდა ხელში და არწევდა. ის უმღეროდა. შარლ დე გოლი სრულიად სხვა ადამიანი გახდა“. – წერდა მისი ბიოგრაფი.მაშინ, როცა მსოფლიო მკაცრ და ქვის სახიან გენერალს ხედავდა, ანამ მუხლებზე მდგარი მამა დაინახა.მისი ჯარისკაცები დე გოლში რკინის კაცს ხედავდნენ, ანასთვის კი სიმღერების, ცეკვის და ლამაზი ამბების მთხრობელი მამა იყო.ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ მისი ღიმილი მაბედნიერებს, ის ჩემი სიცოცხლეა და არასოდეს აღვიქვავ მას ტვირთადო - წერდა დე გოლი.არაფერს ამბობდა დანარჩენ ქალ-ვაჟზე, რომელნიც "სრულყოფილები" ჰყავდა.სამხედრო ნაწილში წასვლის წინ შარლი, პირველ რიგში, ქალიშვილის ოთახში მიდიოდა, მას კალთაში ისვამდა, კოცნიდა და მის ჩაცმულობას აქებდა. გოგონას მისი თავსაბურავით თამაში უყვარდა და მამის ხელებში დაძინებაც. ამბობენ, რომ ერთადერთი სიტყვა, რასაც ანა გამოკვეთილად ამბობდა, ეს იყო „მამა“. დიასახლისი, რომელიც მათ სახლში მუშაობდა, ხედავდა, თუ როგორც დაღოღავდა იატაკზე გენერალი ქალიშვილთან თამაშისას.მეორე მსოფლიო ომის დროს, მამის ყურადღებამოკლებულმა ანამ მოთმინება დაკარგა.მას არ აინტერესებდა ომი, პოლიტიკა, საზღვრები.მას მხოლოდ მამა ადარდებდა.ომის დასრულების შემდეგ, დე გოლმა და მისმა მეუღლემ დააარსეს ანა დე გოლის სახელობის ფონდი გოგონებისთვის, რომელთაც მენტალური დარღვევები ჰქონდათ. იმ ბავშვების, რომლებიც საკუთარმა ოჯახებმა მიატოვეს... მათ სურდათ, ყველას ჰქონოდა ღირსეული გარემო ისე, როგორც ანას. ეს ფონდი დღესაც ფუნქციონირებს.საბედისწეროდ, ანას დრო დედამიწაზე ხანმოკლე აღმოჩნდა. ჯერ გრიპით დაავადდა, რასაც შემდეგ ბრონქების და ფილტვების ანთება დაერთო.1948 წელს, მის მეოცე დაბადების დღეზე გოგონა გარდაიცვალა."ის ახლა ყველა სხვა ქალივითაა!" - ჩაიჩურჩულა გენერალმა.გულისხმობდა იმას, რომ ანა სამუდამოდ გათავისუფლდა მიწიერი საზღვრებისგან და სამყაროს მკაცრი განსჯისგან.გენერალი მანქანის სალონში ჩასმულ ჩარჩოში ატარებდა შვილის სურათს.ერთხელ, როდესაც მისი მანქანა ჩაცხრილეს ერთი ტყვია ანას ფოტოს მოხვდა.მან შემზარავი ხმით დაიძახა: ჩემმა ქალიშვილმა იქიდანაც დამიცვა, მან დღეს ჩემი სიცოცხლე გადაარჩინაო.ჭეშმარიტი სიდიადე დიდ ბრძოლებში გამარჯვებით არ გამოიხატება.არამედ იმით, როგორ ვექცევით მათ, ვისაც სანაცვლოდ არაფრის მოცემა შეუძლიათ.www.zmna.ge
1775715540
საქართველოს რკინიგზაში ისტორიული განახლება იწყება - ვგეგმავთ 50-მდე ლოკომოტივის და 1 500 ვაგონის შეძენას l რკინიგზის გენერალური დირექტორი„საქართველოს რკინიგზაში ისტორიული განახლება იწყება. ვგეგმავთ 50-მდე ლოკომოტივის და 1 500 ვაგონის შეძენას. სრულად განვაახლებთ სალოკომოტივო და სავაგონო პარკს. ასევე სიახლეები გვაქვს სამგზავროს მიმართულებით.ვგეგმავთ 10 სამგზავრო მატარებლის შეძენას, რაც იმას ნიშნავს რომ ყველა მაგისტრალურ მიმართულებაზე იმოძრავებენ ახალი მატარებლები“, - აცხადებს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი.ლაშა აბაშიძის განმარტებით, უახლოეს პერიოდში არსებულ რეისებს კიდევ ორი მიმართულება: თბილისი-ქუთაისი-თბილისი და თბილისი-ახალციხე-თბილისი დაემატება. აღნიშნულ სიახლეებთან ერთად, საქართველოს რკინიგზა ე.წ. კუკუშკის სრულ რეაბილიტაციას და ბორჯომ-ბაკურიანის რეისის აღდგენას გეგმავს.
1775626922
როგორი ამინდია 8 აპრილს მოსალოდნელი საქართველოში8 აპრილს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +15 და ღამით +7 გრადუსია მოსალოდნელი.წვიმას ელოდებიან ოზურგეთში. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება.ბათუმშიც წვიმს. დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.მზიანი ამინდია ფოთში, მცირე წვიმა. დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი.მზიანი დღე იქნება ზუგდიდშიც, მცირე წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +15, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.სოხუმშიც დღე მზიანია, მცირე ნალექია მოსალოდნელი წვიმის სახით, +16 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.მესტიაში ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +6 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.ამბროლაურშიც წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.ჭიათურაში უნალექო ამინდია, თუმცა იწვიმებს დღისით +12 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში წვიმს. დღისით +14 გრადუსი, ღამით კი +2 გრადუსი იქნება.ბორჯომშიც იქნება მცირე ნალექი წვიმის სახით, +15 იქნება დღისით, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -5 გრადუსი დაფიქსირდება.გორშიც იწვიმებს. დღისით +14 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმს, ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.გუდაურში უნალექო ამინდია, დღის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება.ომალოში უნალექო ამინდია. დღისით +5 ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.ლაგოდეხშიც მზე ანათებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.უნალექო დღე იქნება თელავში, +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი.უნალექო დღე იქნება გურჯაანში. დღისით +16 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.სიღნაღშიც იწვიმებს, დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.წვიმს რუსთავში, დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.თბილისში ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +15 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსი იქნება.
1775539020
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში7 აპრილს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +18 და ღამით +8 გრადუსია მოსალოდნელი.მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთში. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.ბათუმშიც მზეა. დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.უნალექო ამინდია ფოთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი.უნალექო დღე იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +17, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი.სოხუმშიც დღე მშრალია, +16 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.მესტიაში ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.ჭიათურაში უნალექო ამინდია, დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში წვიმს. დღისით +16 გრადუსი, ღამით კი +0 გრადუსი იქნება.ბორჯომშიც იქნება მცირე ნალექი წვიმის სახით, +16 იქნება დღისით, ღამით კი 3 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით 10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -5 გრადუსი დაფიქსირდება.გორშიც იწვიმებს. დღისით +17 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი 5 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმს, ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსი იქნება, ღამით კი 4 გრადუსი დაფიქსირდება.გუდაურში მოსალოდნელია მცირე ნალექი წვიმის სახით, დღის განმავლობაში 3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით 7 ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.ლაგოდეხშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +17 გრადუსი იქნება, ღამით კი 8 გრადუსი დაფიქსირდება.ნალექიანი დღე იქნება თელავში, 16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 8 გრადუსია ნავარაუდევი.წვიმა იქნება გურჯაანში. დღისით +17 გრადუსი, ღამით კი 8 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც იწვიმებს, დღისით 16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 7 გრადუსი დაფიქსირდება.წვიმს რუსთავში, დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.თბილისში ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.
1775451362
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში6 აპრილს ქუთაისში წვიმაა ნავარაუდევი, დღისით +14 და ღამით +8 გრადუსია მოსალოდნელი.იწვიმებს ოზურგეთშიც. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება.ბათუმშიც წვიმს. დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი.ზუგდიდშიც იქნება ნალექი წვიმის სახით. დღისით ტემპერატურა +15, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმშიც დღე ნალექიანი იქნება, +14 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.მესტიაშიც იწვიმებს, დღისით +9 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც წვიმაა გამოცხადებული, ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.ჭიათურაშიც იწვიმებს, დღისით +13 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც წვიმს, დღისით +14 გრადუსი, ღამით კი +2 გრადუსი იქნება.ბორჯომშიც წვიმიანი დღეა, +16 იქნება დღისით, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.ნალექიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +14 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმს, ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.გუდაურშიც იწვიმებს, დღის განმავლობაში +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. ნალექია ომალოშიც, დღისით +8 ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.ლაგოდეხში მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი იქნება დღეს თელავში, +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.უნალექო დღე იქნება გურჯაანში, დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.რუსთავში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.თბილისში მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.



