HSBC-ი 20 000-მდე თანამშრომელს AI-ით ჩაანაცვლებს -Bloomberg

მსოფლიო 1774589436
HSBC-

ბრიტანეთის უმსხვილესი ბანკი, HSBC, მომდევნო წლებში სამუშაო ადგილების მნიშვნელოვან შემცირებას განიხილავს, რადგან აღმასრულებელი დირექტორი, ჯორჯ ელხედერი, თავისი ბექოფისის შესამცირებლად ხელოვნურ ინტელექტს იყენებს, იუწყება Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, შემცირებამ შესაძლოა დაახლოებით 20 ათას ადამიანზე ანუ მთლიანი სამუშაო ძალის დაახლოებით 10%-ზე იმოქმედოს.

სააგენტოს წყაროების ცნობით, მოსალოდნელია, რომ ეს შემცირება, პირველ რიგში, გლობალურ სერვისცენტრებში არაკლიენტებთან დაკავშირებულ პოზიციებს შეეხება, თუმცა შეფასება ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა.