როგორი ამინდია მოსალოდნელი 25 მარტს საქართველოში

ამინდი

25 მარტს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +14 და ღამით +7 გრადუსია მოსალოდნელი.

ნალექს ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. შიგადაშიგ იწვიმებს.

ნალექიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექი ზუგდიდშიც იქნება, დღისით ტემპერატურა +13, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი.

სოხუმშიც წვიმიანი დღეა. +13 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმს. დღისით +13 გრადუსი იქნება, ღამით კი 3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც ნალექიანი ამინდია. დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში წვიმიანი ამინდია, დღისით +15 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც წვიმიანი დღეა, დღისით +15 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი იქნება.

ნალექს ახალქალაქშიც ელოდებიან. ტემპერატურა დღისით +16, ღამით კი +4 დაფიქსირდება.

ბორჯომში მზიანი დღეა, +14 იქნება დღისით, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +14 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება და იქნება მცირე წვიმა.

გუდაურშიც წვიმიანი ამინდია. დღის განმავლობაში 5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით, 7 ღამით კი 1 გრადუსი დაფიქსირდება და იწვიმებს.

ლაგოდეხშიც წვიმიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავში, +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი.

ნალექი გურჯაანშიც იქნება. დღისით +14 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავშიც წვმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც წვიმიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით 15 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.