1755237725
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ვორკშოპი “სტრატეგიული დაგეგმარება და აღსრულება” გაიმართება

საქართველოს ბანკი, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული ინსტიტუტი, საგანმანათლებლო ვორკშოპების ორგანიზებას განაგრძობს. ამჯერად, პლატფორმა ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, 25 აგვისტოს, 17:00 საათზე, 4B სივრცეში (ალექსანდრე ყაზბეგის N15), ქალი მეწარმეებისთვის ინტერაქციული ვორკშოპი გაიმართება. შეხვედრაზე განხილული იქნება ორგანიზაციის სტრატეგიული მიზნების სწორად დასახვა და მათი ეფექტიანი შესრულება. ვორკშოპს ალექსი გიჯაშვილი, AgileSchool-ის აღმასრულებელი დირექტორი გაუძღვება.
შეხვედრაზე განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა:
- OKR-ებისა და KPI-ების მიზანი და მათი გამოყენება სტრატეგიის დაგეგმვის პროცესში;
- QBR მიდგომის არსი და მისი როლი ბიზნესპროცესების გაუმჯობესებაში.
ვორკშოპი ინტერაქციულ ფორმატში ჩატარდება, რაც მეწარმეებს შესაძლებლობას მისცემს, ჩაერთონ დისკუსიაში, დასვან კითხვები და სპიკერთან ერთად სხვადასხვა ბიზნესქეისი გააანალიზონ.
ვორკშოპზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
აღსანიშნავია, რომ ვორკშოპი ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილს წარმოადგენს. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები და სხვა.
1755327720
ბრიტანეთში ჰიმალაის თოვლისგან ჯინი გამოუშვესკომპანია Adventurers Drinks-მა წარმოადგინა თავისი ახალი ჯინი „Everest Gin“, რომელიც დამზადებულია ჰიმალაის მთისწინეთში ნაპოვნი ბოტანიკური მცენარეებისა და მთის მწვერვალიდან შეგროვებული გამდნარი თოვლის წვეთისგან – ამის შესახებ The Spirits Business-ი იუწყება.„Adventurers Drinks Company“ დიდ ბრიტანეთში 2022 წელს დააარსა ფილ კიტმა, გამოცდილმა ხელმძღვანელმა მძიმე მანქანათმშენებლობაში, რომელსაც ნიჩბოსნობის გამოცდილება ჰქონდა. 2023 წელს მან მეორედ გადაკვეთა ატლანტის ოკეანი Veterans at Ease საქველმოქმედო ორგანიზაციის მხარდასაჭერად. კომპანია სპეციალიზებულია თანამედროვე მოგზაურებისა და მკვლევრების მიერ შთაგონებული სასმელების წარმოებასა და რეალიზაციაში.როგორც შეტყობინებაშია ნათქვამი, სასმელი ბრიტანელი მთამსვლელის, კენტონ კულის შთაგონებით შეიქმნა. თითოეული ბოთლი ხელით არის დამზადებული.
1755237416
15 აგვისტო: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 აგვისტოს მოსალოდნელი ამინდი ასეთია:დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +15, +20°, დღისით +28, +33°; მთაში ღამით +11, +16°, დღისით +26, +31°; მაღალმთაში ღამით +7, +12°, დღისით +23, +28°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +15, +20°, დღისით +29, +34°; მთაში ღამით +10, +15°, დღისით +24, +29°; მაღალმთაში ღამით +5, +10°, დღისით +20, +25°.თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +20°, დღისით +33°.უფრო დეტალურად, 15-16 აგვისტოს:თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33°, ღამით +18 °.სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°, ღამით+18°.გაგრა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°, ღამით +17°.ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31°, ღამით +18°.ბათუმი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33°, ღამით+18°.ქობულეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31°, ღამით+17°.ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°, ღამით+20°.ხულო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26, ღამით+10°.ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°, ღამით+18°.ჭიათურა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°, ღამით+16°.ამბროლაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31, ღამით+15°.ცაგერი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31, ღამით+14°.ონი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29, ღამით+13°.მესტია- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის ბოლოს შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28, ღამით+10°.გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33°, ღამით+13°.ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31°, ღამით+12°.ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30, ღამით +11°.ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°, ღამით+12°.სტეფანწმინდა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით+10°.გუდაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20, ღამით+8°.თიანეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29, ღამით+12°.ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29, ღამით+8°.ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29, ღამით+11°.ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24, ღამით+5°.თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29, ღამით +18°.ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°, ღამით+18°.საგარეჯო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°, ღამით+18°.სიღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°, ღამით+17°.დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°, ღამით+17°.ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°, ღამით+18°.
1755164739
ბიტკოინის ღირებულებამ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დაამყარაბიტკოინმა, ხუთშაბათს, 14 აგვისტოს, ისტორიული მაქსიმუმი განაახლა და ერთ მონეტაზე 124 210 დოლარზე მეტს მიაღწია, რადგან ინვესტორები უფრო აქტიურად დაიწყეს რისკიან აქტივებში კაპიტალის ჩადება,- ამის შესახებ CoinMarketCap-ის მონაცემები მოწმობს.Bloomberg-ის ინფორმაციით, ოთხშაბათ საღამოს, 13 აგვისტოს, ნიუ-იორკში, პირველი კრიპტოვალუტა 123 500 დოლარის ნიშნულს გადააჭარბა, რაც 14 ივლისს დაფიქსირებულ წინა რეკორდს აღემატება.ანალიტიკოსები ზრდას აშშ-ში უფრო ხელსაყრელ საკანონმდებლო პოლიტიკას უკავშირებენ. ზრდას ასევე ხელი შეუწყო აშშ-ში ინფლაციის სტაბილურმა მაჩვენებლებმა და მოლოდინმა, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა უკვე სექტემბერში განაკვეთებს შეამცირებს, რაც ხელს უწყობს კაპიტალის გადინებას ტრადიციული აქციებიდან ციფრულ აქტივებში.
1755151477
14 აგვისტო: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 აგვისტოს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.დღეს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი შედარებით გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექოდ, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების სუსტი ქარი.სოხუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +30°.ბათუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +31°.ქობულეთი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +30°.ქუთაისი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +30°.ზუგდიდი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +30°.ანაკლია: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +30°.ოზურგეთი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +31°.ონი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +29°.გორი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +32°.ცხინვალი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +31°.თბილისი: უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: +30°.მარნეული: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +29°.რუსთავი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +31°.ახალციხე: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +30°.ბორჯომი: უმეტესად უნალექოდ. ტემპერატურა: +30°.ბაკურიანი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +24°.სტეფანწმინდა: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +22°.თელავი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +28°.
1755079523
რუსეთში WhatsApp-ისა და Telegram-მესენჯერებში ხმოვანი და ვიდეოზარები აიკრძალებარუსეთის ხელისუფლებამ WhatsApp-ისა და Telegram-ის მესენჯერებში ხმოვანი და ვიდეოზარების აკრძალვაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას რუსული „ოსტოროჟნო მედია“ სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.მათი თქმით, ინიციატივა „უმაღლეს დონეზე“ შეთანხმდა, „გადაწყვეტილება მიღებულია და ზარები ტერორისტებთან ბრძოლის ეგიდით აიკრძალა.“ მთავრობის წყაროს ცნობით, ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო კონსულტაციები 12 აგვისტოს საღამოს დასრულდა.ამასთან, მესენჯერების სრული დაბლოკვა არ იგეგმება და რუსი მომხმარებლები ამ არხებისა და ტექსტური ჩატების გამოყენებას კვლავ შეძლებენ. შეზღუდვები მხოლოდ აუდიო და ვიდეოკომუნიკაციებზე იმოქმედებს.„ოსტოროჟნო მედიის“ ცნობით, უცხოურ მესენჯერებში ზარების შეზღუდვის იდეა რუსეთის უმსხვილეს სატელეკომუნიკაციო ოპერატორებს ეკუთვნით. ისინი რამდენიმე მიზეზს ასახელებენ, როგორიც არის სანქციების გამო ინფრასტრუქტურის შენახვის ხარჯის მატება და აღჭურვილობის გაძვირება, მობილური ტრაფიკის ზრდა და შეშფოთება კიბერთაღლითობით გამოწვეული დანაკარგის კომპენსაციის გამო, რაც მათი ახალი ვალდებულებაა.10 და 11 აგვისტოს WhatsApp-ისა და Telegram-ის მომხმარებლები ორივე მესენჯერში ზარების ხარისხის მკვეთრ გაუარესებას მასიურად უჩიოდნენ, რაც ზარების შეზღუდვის შესახებ რუსი ოპერატორების ინიციატივას დაემთხვა. სატელეკომუნიკაციო ბაზრის წყარომ დაადასტურა, რომ მესენჯერებში ზარებთან დაკავშირებული სირთულეები შერჩევით ბლოკირებას უკავშირდებოდა და მექანიზმის ტექნიკური ტესტირება 1 აგვისტოს დაიწყო.