1755237725
ბრიტანეთში ჰიმალაის თოვლისგან ჯინი გამოუშვეს

კომპანია Adventurers Drinks-მა წარმოადგინა თავისი ახალი ჯინი „Everest Gin“, რომელიც დამზადებულია ჰიმალაის მთისწინეთში ნაპოვნი ბოტანიკური მცენარეებისა და მთის მწვერვალიდან შეგროვებული გამდნარი თოვლის წვეთისგან – ამის შესახებ The Spirits Business-ი იუწყება.
„Adventurers Drinks Company“ დიდ ბრიტანეთში 2022 წელს დააარსა ფილ კიტმა, გამოცდილმა ხელმძღვანელმა მძიმე მანქანათმშენებლობაში, რომელსაც ნიჩბოსნობის გამოცდილება ჰქონდა. 2023 წელს მან მეორედ გადაკვეთა ატლანტის ოკეანი Veterans at Ease საქველმოქმედო ორგანიზაციის მხარდასაჭერად. კომპანია სპეციალიზებულია თანამედროვე მოგზაურებისა და მკვლევრების მიერ შთაგონებული სასმელების წარმოებასა და რეალიზაციაში.
როგორც შეტყობინებაშია ნათქვამი, სასმელი ბრიტანელი მთამსვლელის, კენტონ კულის შთაგონებით შეიქმნა. თითოეული ბოთლი ხელით არის დამზადებული.
1755335400
ევროპის ყველაზე უსაფრთხო ქალაქი გამოვლინდა - როგორია ტოპ-10დუბროვნიკი ევროპის ყველაზე უსაფრთხო ქალაქია - ამის შესახებ ტუროპერატორ Riviera Travel-ის ახალი კვლევის შედეგებშია ნათქვამი, რომელმაც კონტინენტზე ყველაზე უსაფრთხო ქალაქების რეიტინგი გამოაქვეყნა.უსაფრთხო ადგილის ინდექსი შედგა როგორც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დანაშაულის ზრდის, ასევე მიმდინარე დანაშაულის დონის მიხედვით, რის შედეგადაც თითოეულმა ქალაქმა მიიღო უსაფრთხოების ქულა. ყველაზე დაბალი მიუთითებს ყველაზე უსაფრთხო ქალაქს, სადაც დანაშაულის ყველაზე დაბალი დონე ფიქსირდება.ევროპის 10 ყველაზე უსაფრთხო ქალაქია: დუბროვნიკი - 44.14 ქულა ტალინი - 55.81 ქულა ვარშავა - 60.19 ქულა პრაღა - 60.88 ქულა კრაკოვი - 64.31 ქულა ამსტერდამი - 71.09 ქულა მიუნხენი - 73.74 ქულა რეიკიავიკი - 76.08 ქულა ციურიხი - 76.66 ქულა ბუდაპეშტი - 76.94 ქულა „რეიტინგი ადასტურებს, რომ ევროპა გთავაზობთ კულტურასა და სილამაზეს, ასევე უსაფრთხოების უმაღლეს დონეს. დუბროვნიკის შუა საუკუნეების მომხიბვლელობიდან დაწყებული და ციურიხის წარმოუდგენელი სილამაზით დამთავრებული, ევროპის ყველაზე უსაფრთხო მიმართულებები საშუალებას გაძლევთ თავისუფლად და მშვიდად იმოგზაუროთ“ - ამის შესახებ Euronews Travel-თან Riviera Travel-ის ევროპული პროდუქტების ხელმძღვანელმა ჯოან ლინმა განაცხადა.
1755334800
რომელია მსოფლიოს ყველაზე სწრაფი მატარებლები - 2025 წლის რეიტინგიჩქაროსნულ მატარებლებს შორის მსოფლიო ლიდერი ჩინური Fuxing Hao-ა, რომელიც 349 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს.რეიტინგს Business Insider აქვეყნებს.მსოფლიოს ყველაზე სწრაფი მატარებლების ათეულში, ასევე, იაპონიის, საფრანგეთის, მაროკოს, ესპანეთისა და სხვა ქვეყნების ჩქაროსნულები შევიდნენ.მაგალითად, აშშ-ში კომპანია Amtrak-მა ჩქაროსნული მატარებლების, NextGen Acela-ს განახლებული ხაზის გაშვება დააანონსა, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთის დერეფანში იმოძრავებს და ისეთ ქალაქებს დააკავშირებს, როგორიც ბოსტონი, ნიუ-იორკი და ვაშინგტონია. ეს მატარებლები მაქსიმალურ სიჩქარეს 257 კმ/სთ-ს ავითარებენ და აშშ-ში ყველაზე სწრაფები არიან. თუმცა განახლებული ამერიკული მატარებლებიც კი მსოფლიო ლიდერებს მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან.დღეს მსოფლიოს ყველაზე სწრაფი მატარებლები სტაბილურად 300 კმ/სთ-ზე მეტ სიჩქარეს ავითარებენ.მსოფლიოს ყველაზე სწრაფი მატარებლების ტოპ 10-ეული ასეთია: Fuxing Hao (ჩინეთი) - 349 კმ/სთ JR East E5 (იაპონია) - 320კმ/სთ TGV (საფრანგეთი) - 320 კმ/სთ Al Boraq (მაროკო) - 320 კმ/სთ AVE S-103 (ესპანეთი) - 311 კმ/სთ KTX (სამხრეთ კორეა) - 306 კმ/სთ Shanghai Maglev (ჩინეთი) - 299 კმ/სთ Trenitalia Frecciarossa 1000 (იტალია) - 299 კმ/სთ ICE3 (გერმანია) - 299 კმ/სთ Eurostar e320 (დიდი ბრიტანეთი) - 299 კმ/სთ
1755333900
3 მლნ დოლარის ღირებულების, 50-კარატიანი ბრილიანტი და ისტორიაში ერთ-ერთი უიშვიათესი ნიშნობის ბეჭედი: რა გაარკვია Forbes-მა რონალდუს საჩუქარზეროგორც შემფასებლებმა Forbes-ს აცნობეს, ფეხბურთის ლეგენდამ, კრიშტიანუ რონალდომ, თავისი დიდი ხნის პარტნიორს ჯორჯინა როდრიგესს აჩუქა ბრილიანტის ბეჭედი, რომელიც შესაძლოა, 50 კარატამდე იყოს, რაც უფრო დიდია, ვიდრე მარაია კერის, კიმ კარდაშიანისა და ლორენ სანჩესის ნიშნობის ბეჭდები.სიახლე ჯორჯინა როდრიგესმა გამომწერებს ორშაბათს გაუზიარა და რვაწლიანი ურთიერთობის შემდეგ განაცხადა, რომ წყვილი ოფიციალურად დაინიშნა.ბრილიანტმა მაშინვე მიიქცია მსოფლიო საზოგადოების ყურადღება. შემფასებლებმა Forbes-ს განუცხადეს, რომ ეს იყო ერთ-ერთი „უიშვიათესი და ყველაზე დახვეწილი ბრილიანტი მსოფლიოში“.Heritage Auctions-ის საიუველირო ნაკეთობების სპეციალისტმა, კრისტიან სპოფორტმა, განაცხადა, რომ ბრილიანტი ოვალური ჭრილისაა, დაახლოებით 50 კარატია, აქვს D ფერი (შკალაზე ყველაზე მაღალი კლასი) და სავარაუდოდ, VVS1 ან უფრო მაღალი სისუფთავისაა.ტრადიციული ბრილიანტები ნაწილობრივ ფასდება D-დან Z-მდე შკალით უნაკლოობის მიხედვით. VVS1 სისუფთავის მეორე უმაღლესი კლასია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვას მხოლოდ მცირე დეფექტები აქვს, რომელთა დანახვა გამოცდილი შემფასებლისთვის 10-ჯერადი გადიდების ქვეშაც კი რთული იქნებოდა.ინტერნეტზე განთავსებული ფოტოებიდან ნათლად არ ჩანს, თუ რა ლითონისგან არის დამზადებული როდრიგესის ბეჭედი, მაგრამ სპოდფორტმა აღნიშნა, რომ “ჩარჩო ელეგანტური, მინიმალისტური და იდეალურად შეხამებულია ქვის ბუნებრივი სილამაზის წარმოსაჩენად“.გემოლოგმა დებორა ვილპიგმა განაცხადა, რომ მისი შეფასებით, ცენტრალური ქვა შესაძლოა, 55-დან 60 კარატამდე იყოს და ბეჭდის ღირებულება დაახლოებით 3 მილიონი დოლარია.ვინ შექმნა როდრიგესის ბეჭედი?ზოგი ვარაუდობს, რომ ის Cartier-მა შექმნა, მაგრამ ჯერ არცერთ იუველირს არ დაუდასტურებია ინფორმაცია.რა ახსოვს ისტორიას?ცოტა ვარსკვლავს თუ ხვდა წილად როდრიგესის ნიშნობის ბეჭედზე დიდი ბრილიანტი მიეღო რჩეულისგან. თუმცა, ისტორიას ორი გამორჩეული შემთხვევა ახსოვს: რეპერმა გუჩი მანემ 2019 წელს თავის მეუღლეს, კეშია კა’ოირს, 60-კარატიანი ოვალური ბრილიანტის ბეჭედი აჩუქა. რიჩარდ ბარტონმა ელიზაბეტ ტეილორს 1969 წელს 69.42-კარატიანი მსხლის ფორმის ქვა აჩუქა. როგორც ამბობენ, ბარტონმა ბრილიანტი Cartier-სგან 1 მილიონ დოლარად შეიძინა, რაც დღეს დაახლოებით 8.6 მილიონი დოლარის ეკვივალენტურია. Forbes-ის შეფასება40 წლის რონალდო წელს Forbes-მა მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენად დაასახელა. არსებული შეფასებით გასულ წელს მან 275 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ხოლო 2020 წელს ის პირველი აქტიური სპორტსმენი გახდა, რომელმაც კარიერაში 1 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.Nike-თან სამუდამო კონტრაქტისა და სხვა სარეკლამო ხელშეკრულებების გარდა, რონალდო მოედნის გარეთ ფულს CR7 ბრენდის ტანსაცმლის, აქსესუარების, სასტუმროებისა და სპორტდარბაზების გაყიდვით გამოიმუშავებს.რონალდო და როდრიგესი პირველად საჯაროდ 2017 წელს გამოჩნდნენ. ექვსი თვის შემდეგ, ივნისში, რონალდომ სუროგატი დედის მეშვეობით ტყუპები ევა და მატეო გააჩინა. უცნობია რონალდუს პირველი სამი შვილის დედის ვინაობა.როდრიგესმა რონალდუსთან პირველი შვილი 2017 წლის ნოემბერში გააჩინა და 2021 წლის ოქტომბერში გამოაცხადა, რომ ტყუპებზე იყო ორსულად. ერთ-ერთი ბავშვი მშობიარობის დროს გარდაიცვალა.
1755327720
ბრიტანეთში ჰიმალაის თოვლისგან ჯინი გამოუშვესკომპანია Adventurers Drinks-მა წარმოადგინა თავისი ახალი ჯინი „Everest Gin“, რომელიც დამზადებულია ჰიმალაის მთისწინეთში ნაპოვნი ბოტანიკური მცენარეებისა და მთის მწვერვალიდან შეგროვებული გამდნარი თოვლის წვეთისგან – ამის შესახებ The Spirits Business-ი იუწყება.„Adventurers Drinks Company“ დიდ ბრიტანეთში 2022 წელს დააარსა ფილ კიტმა, გამოცდილმა ხელმძღვანელმა მძიმე მანქანათმშენებლობაში, რომელსაც ნიჩბოსნობის გამოცდილება ჰქონდა. 2023 წელს მან მეორედ გადაკვეთა ატლანტის ოკეანი Veterans at Ease საქველმოქმედო ორგანიზაციის მხარდასაჭერად. კომპანია სპეციალიზებულია თანამედროვე მოგზაურებისა და მკვლევრების მიერ შთაგონებული სასმელების წარმოებასა და რეალიზაციაში.როგორც შეტყობინებაშია ნათქვამი, სასმელი ბრიტანელი მთამსვლელის, კენტონ კულის შთაგონებით შეიქმნა. თითოეული ბოთლი ხელით არის დამზადებული.
1755237416
15 აგვისტო: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 აგვისტოს მოსალოდნელი ამინდი ასეთია:დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +15, +20°, დღისით +28, +33°; მთაში ღამით +11, +16°, დღისით +26, +31°; მაღალმთაში ღამით +7, +12°, დღისით +23, +28°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +15, +20°, დღისით +29, +34°; მთაში ღამით +10, +15°, დღისით +24, +29°; მაღალმთაში ღამით +5, +10°, დღისით +20, +25°.თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +20°, დღისით +33°.უფრო დეტალურად, 15-16 აგვისტოს:თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33°, ღამით +18 °.სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°, ღამით+18°.გაგრა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°, ღამით +17°.ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31°, ღამით +18°.ბათუმი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33°, ღამით+18°.ქობულეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31°, ღამით+17°.ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°, ღამით+20°.ხულო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26, ღამით+10°.ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°, ღამით+18°.ჭიათურა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°, ღამით+16°.ამბროლაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31, ღამით+15°.ცაგერი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31, ღამით+14°.ონი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29, ღამით+13°.მესტია- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის ბოლოს შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28, ღამით+10°.გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33°, ღამით+13°.ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31°, ღამით+12°.ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30, ღამით +11°.ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°, ღამით+12°.სტეფანწმინდა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით+10°.გუდაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20, ღამით+8°.თიანეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29, ღამით+12°.ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29, ღამით+8°.ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29, ღამით+11°.ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24, ღამით+5°.თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29, ღამით +18°.ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°, ღამით+18°.საგარეჯო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°, ღამით+18°.სიღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°, ღამით+17°.დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°, ღამით+17°.ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°, ღამით+18°.