SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: „თაკარა“ - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს

ბიზნესი 1781097372
bog

SOLO მომხმარებლებისთვის გამორჩეული კულტურული გამოცდილებების შექმნას განაგრძობს. 

სწორედ ამ მიზნით, SOLO- ინიციატივით შეიქმნა ვინილითაკარა” - ექსკლუზიური და ლიმიტირებული კოლექცია, რომელიც მხოლოდ 600 ეგზემპლარად გამოიცა და შესაძლებლობას აძლევს მსმენელს, სუხიშვილების ექსპერიმენტული სივრცის, თაკარას, უნიკალური ენერგია და ჟღერადობა საკუთარ სივრცეში გადაიტანოს.

ვინილი აერთიანებს ილიკო სუხიშვილისა და მისი გუნდის კომპოზიციებს იმ სახით, რომლითაც ისინი თაკარას სცენაზე გაჟღერდა. ალბომი სტუდია Leno Records-ში ჩაიწერა.

როგორც ილიკო სუხიშვილი აღნიშნავს, სცენაზე მუსიკა და მოძრაობა ერთმანეთისგან განუყოფელია, თაკარას შემთხვევაში მუსიკა ცეკვასთან ერთად, ნაბიჯ-ნაბიჯ და ბგერა-ბგერა იქმნება. სწორედ ამ პროცესის შედეგად იბადება ის განსაკუთრებული ენერგია, რიტმი და მუხტი, რომელიც წლების განმავლობაში თაკარას სცენის განუყოფელ ნაწილად იქცა.

SOLO- ინიციატივით შექმნილი ვინილითაკარაამ ენერგიის მატერიალური გამოხატულებაა. ფირფიტაზე შვიდი მუსიკალური ჩანაწერია თავმოყრილი - შვიდი განსხვავებული წარმოდგენიდან, რომლებმაც თაკარას სცენაზე საკუთარი ისტორია შექმნეს. ეს არის მუსიკალური კაფსულა, რომელიც სცენის ჯადოსნურ მომენტებს ინახავს და მსმენელს წარმოდგენის თანამონაწილედ აქცევს.

ალბომში შესული კომპოზიციები ქართული კულტურის მრავალფეროვან ხასიათს წარმოაჩენს. მათ შორისააქარაბშა“ - თავისუფალი, ლაღი და იმპროვიზაციული ენერგიით გამორჩეული დადგმის მუსიკა; „ჯარა“, რომელიც სვანურ მოტივებზეა დაფუძნებული და განსაკუთრებული სიზუსტითა და რიტმით გამოირჩევა; ასევეკინტრიში“, რომელიც აჭარული ცეკვის მსუბუქ და ენერგიულ ბუნებას ასახავს.

თაკარალიმიტირებული ტირაჟით გამოიცემა. თითოეულ ვინილს საკუთარი სერიული ნომერი აქვს, რაც მას უნიკალურ საკოლექციო ნიმუშად აქცევს. ვინილის შეძენა SOLO ბუტიკში არის შესაძლებელი.

საქართველოს ბანკი - სუხიშვილების გენერალური სპონსორი.