თბილისში ბინები გაძვირდა - როგორია საშუალო ფასი 1 კვ.მ-ზე

ბინა

2026 წლის მარტში, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობამ 4 031 შეადგინა, რაც წლიურად 32%-იან ზრდაზე მიანიშნებს, - ამის შესახებ ირკვევა „თიბისი კაპიტალის“ ბაზრის მიმოხილვიდან.

ამასთანავე, მარტში საშუალო გასაყიდი ფასი წლიურად 4%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1 341 დოლარი შეადგინა.

თბილისში ქი­რა გაიაფდა

რაც შეეხება, გასაქირავებელ ფასს, მაჩვენებელი კვ.მ-ზე 10.1 დოლარზე შენარჩუნდა, რაც წლიურად 5%-იან შემცირებაა.

„უძრავი ქონების ამონაგები 8.1%-ზე შენარჩუნდა, რაც 0.9 პროცენტული პუნქტით დაბალი მაჩვენებელია გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით“, - ნათქვამია „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში.