ივლისში რიკი მარტინი საქართველოში ჩამოვა - რა ღირს კონცერტის ბილეთები?

რიკი მარტინი

საქართველოს ცნობილი მომღერალი რიკი მარტინი ჩამოვა. ლათინური პოპის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სიმბოლო ქართულ სცენაზე 16 ივლისს წარდგება.

კონცერტი მისი საერთაშორისო ტურნეს ფარგლებში გაიმართება, სადაც მომღერალი მსმენელის წინაშე ყველაზე ცნობილ ჰიტებს შეასრულებს, როგორიცაა როგორიცაა “Livin’ la Vida Loca,” “Maria,” “She Bangs” და “Nobody Wants to Be Lonely“. ღონისძიება რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე 19:00 საათზეა დაგეგმილი.

ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია და მათი ღირებულება ოფიციალურ ვებგვერდზე 200 ლარიდან იწყება და მაქსიმალური ფასი 1500 ლარს აღწევს.