1772266560
ამსტერდამი გახდა პირველი ქალაქი მსოფლიოში, რომელმაც აკრძალა ხორცისა და საჰაერო მოგზაურობის რეკლამა საზოგადოებრივ ადგილებში
ამსტერდამი გახდა მსოფლიოში პირველი დედაქალაქი, რომელმაც აკრძალა ხორცისა და წიაღისეული საწვავის რეკლამა ქალაქის საზოგადოებრივ ადგილებში - ავტობუსის გაჩერებებზე, ბილბორდებზე, საგზაო ნიშნებზე და საზოგადოებრივ ტრანსპორტში – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
შეზღუდვები ვრცელდება, მაგალითად, ბურგერებისა და ქათმის ნაგეთსების რეკლამირებაზე, ასევე ბენზინზე მომუშავე ავტომობილებზე, საჰაერო მოგზაურობასა და კრუიზებზე.
ხელისუფლება ასეთ განცხადებებს „კლიმატურად მავნებელს“ უწოდებს.
ქალაქმა უკვე მხარი დაუჭირა საერთაშორისო ინიციატივას, რომელიც ხორცის ალტერნატივად მცენარეული კვების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
1772282040
Turkish Airlines-ი ავიაპარკის გაორმაგებას და 2033 წლისთვის 800-ზე მეტი ხომალდის ფლობას გეგმავსთურქეთის ეროვნულმა გადამყვანმა, Turkish Airlines-მა, ამბიციური სტრატეგიული გეგმა წარადგინა, რომელიც მომდევნო ათწლეულის განმავლობაში კომპანიის მასშტაბების მკვეთრ ზრდას ითვალისწინებს. ავიაკომპანიის მიზანია, 2033 წლისთვის საკუთარი ავიაპარკი 800-ზე მეტ საჰაერო ხომალდამდე გაზარდოს, ხოლო 2036 წლისთვის ეს მაჩვენებელი 1000 ერთეულამდე აიყვანოს. ეს ნაბიჯი Turkish Airlines-ს საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო გაიმყაროს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და გავლენიანი ავიაკომპანიის სტატუსი, რომელიც დედამიწის ყველაზე მეტ წერტილს აკავშირებს ერთმანეთთან.გაფართოების გეგმა მოიცავს როგორც ვიწროფუზელაჟიანი, ისე შორეული მაგისტრალებისთვის განკუთვნილი თანამედროვე ლაინერების შეძენას. ავიაკომპანია აქცენტს აკეთებს საწვავის მხრივ ეფექტურ და ეკოლოგიურად უფრო სუფთა ხომალდებზე, რაც ხელს შეუწყობს ოპერაციული ხარჯების შემცირებასა და გარემოზე მავნე ზემოქმედების მინიმიზაციას. პარალელურად, კომპანია გეგმავს მგზავრთნაკადის მნიშვნელოვან ზრდას, რაც 2033 წლისთვის წლიურად 170 მილიონი მგზავრის გადაყვანას გულისხმობს, რაც თითქმის ორჯერ აღემატება ამჟამინდელ მაჩვენებლებს.ეს მასშტაბური ინვესტიცია პირდაპირ კავშირშია სტამბოლის აეროპორტის, როგორც გლობალური საავიაციო ცენტრის, შემდგომ განვითარებასთან. ავიაპარკის ზრდასთან ერთად, Turkish Airlines-ი აპირებს ახალი მიმართულებების დამატებას, განსაკუთრებით ამერიკისა და აზიის კონტინენტებზე, და მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას. კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, ეს სტრატეგია არა მხოლოდ ავიაკომპანიის წარმატებას, არამედ თურქეთის ეკონომიკის გაძლიერებასა და ტურიზმის სექტორის ახალ საფეხურზე აყვანასაც ისახავს მიზნად.წყარო: avianews.ge
1772171808
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში27 თებერვალს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +5 და ღამით +3 გრადუსია მოსალოდნელი.ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.ნალექიანი ამინდია ფოთში. დღისით +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექი იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +6, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი.სოხუმშიც იწვიმებს, +5 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.მესტიაში თოვლია ნავარაუდევი, დღისით +2 გრადუსი იქნება, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერი +4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.ჭიათურაშიც წვიმს, დღისით +2 გრადუსი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც იწვიმებს, დღისით +1 გრადუსი, ღამით კი -2 გრადუსი იქნება.ახალქალაქში თოვლს ელოდებიან. ტემპერატურა დღისით -1, ღამით -9 დაფიქსირდება.ბორჯომშიც წვიმიანი დღეა, +2 იქნება დღისით, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლია მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით -3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -7 გრადუსი დაფიქსირდება.ნალექიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +3 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმს, ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.გუდაურში თოვლია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში -4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -9 გრადუსი იქნება. ომალოშიც თოვლია. დღისით -2 ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება.ლაგოდეხშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +6 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღე იქნება თელავში, +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 0 გრადუსია ნავარაუდევი.წვიმა იქნება გურჯაანში. დღისით +5 გრადუსი, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში სავარაუდოდ, უნალექო დღე იქნება, დღისით +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.წვიმს რუსთავში, დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.თბილისშიც წვიმაა ნავარაუდევი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +5 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +2 გრადუსი იქნება.
1772084428
როგორი ამინდია მოსალოდნელი 26 თებერვალს საქართველოში26 თებერვალს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +8 და ღამით +4 გრადუსია მოსალოდნელი.ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.ნალექიანი ამინდია ფოთში. დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექი იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +8, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი.სოხუმშიც იწვიმებს, +8 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.მესტიაში თოვლია ნავარაუდევი, დღისით +3 გრადუსი იქნება, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.ჭიათურაშიც წვიმს, დღისით +8 გრადუსი, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც იწვიმებს, დღისით +9 გრადუსი, ღამით კი -2 გრადუსი იქნება.ახალქალაქში თოვლს ელოდებიან. ტემპერატურა დღისით +1, ღამით -9 დაფიქსირდება.ბორჯომშიც წვიმიანი დღეა, +8 იქნება დღისით, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლია მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -7 გრადუსი დაფიქსირდება.ნალექიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +9 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმს, ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.გუდაურში წვიმაა მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +0 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -7 გრადუსი იქნება. ომალოში უნალექო დღეა, +4 ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.ლაგოდეხშიც უნალექო დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღე იქნება თელავში, +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი.გურჯაანში დღისით +11 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში სავარაუდოდ, უნალექო დღე იქნება, დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.წვიმას ელოდებიან რუსთავში, დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.თბილისშიც წვიმაა ნავარაუდევი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსი იქნება.
1771998420
25 თებერვლის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით25 თებერვალი - ოთხშაბათიდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან წვიმა, ღამით მთაში ზოგან თოვლი. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +4, +9°, დღისით +14, +19°; მთაში ღამით -2, +3°, დღისით +11, +16°; მაღალმთაში ღამით -5, 0°, დღისით +1, +6°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან წვიმა, ღამით მთაში თოვლი. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით 0, +5°, ზოგან-3°-მდე, დღისით +11, +16°; მთაში ღამით -5, 0°, დღისით +8, +13°; მაღალმთაში ღამით -7, -2°, ზოგან -12°-მდე, დღისით -2, +3°, ზოგან +10°-მდე;
1771912069
24 თებერვლის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით24 თებერვალი - სამშაბათიდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან შესაძლებელია წვიმა, ღამით მთაში თოვლი. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +4, +9°, დღისით +11, +16°; მთაში ღამით -1, +4°, დღისით +9, +14°; მაღალმთაში ღამით -7, -2°, დღისით +4, +9°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან წვიმა, ღამით მთაში თოვლი. ღამით დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +1, +6°, ზოგან-2°-მდე, დღისით +8, +13°; მთაში ღამით -4, +1°, დღისით +3, +8°, ზოგან +12°-მდე, მაღალმთაში ღამით -7, -2°, ზოგან -12°-მდე, დღისით -2, +3°, ზოგან +7°-მდე;



