აშშ-მა ირანში ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაცია დაიწყო - ტრამპი

მსოფლიო 1772266467
ტრამპი

აშშ-მა ირანში ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაცია დაიწყო, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ავრცელებს.

„ჩვენი მიზანი ირანის რეჟიმიდან წამოსული საფრთხის აღმოფხვრის შედეგად ამერიკელი ხალხის დაცვაა. ირანის სასტიკი რეჟიმის ქმედებები პირდაპირ საფრთხეს უქმნის აშშ-ს, ჩვენს სამხედროებს, უცხოეთში ჩვენს ბაზებსა და მთელ მსოფლიოში ჩვენს მოკავშირეებს“, - აცხადებს დონალდ ტრამპი.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ოპერაციის მიზანი ირანის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების განადგურებაა.

„ამ ტერორისტულ რეჟიმს ბირთვული იარაღი არასდროს ექნება. კიდევ ერთხელ ვამბობ: მათ ბირთვული იარაღი არასდროს ექნებათ“, - აღნიშნავს ტრამპი.