რომელია მსოფლიოს 2026 წლის საუკეთესო ადგილები - ჟურნალ TIME-ის განახლებული სია

მსოფლიო 1774766460
ტურიზმი

ჟურნალ TIME-მა მსოფლიოს 100 საუკეთესო ადგილის ყოველწლიური სიის ახალი ვერსია გამოაქვეყნა, რომელიც ყველა კონტინენტზე არსებულ მუზეუმებს, სასტუმროებსა და რესტორნებს მოიცავს.

ყოველწლიურად მთელი მსოფლიოდან TIME-ის ავტორები და კორესპონდენტები ასახელებენ ადგილებს, რომლებიც „მსოფლიოში საუკეთესოდ“ მოხსენიებას იმსახურებენ. მათ შორის არის სასტუმროები, კრუიზები, რესტორნები, ღირსშესანიშნაობები, მუზეუმები, პარკები და სხვ.

სიის შედგენისას რედაქტორები იმ ადგილებზე ამახვილებენ ყურადღებას, რომლებსაც ახალი, საინტერესო და აქტუალური შთაბეჭდილებები უკავშირდება.

სიაში წარმოდგენილია 100 საოცარი ადგილი, რომელთა მონახულებაც წელს ღირს. მაგალითად, რჩეულებს შორის არის ეგვიპტის ახალი დიდი მუზეუმი, ასევე, Netflix House-ი ფილადელფიაში და თანამედროვე ხელოვნების ცენტრები ბანგკოკსა და ტაშკენტში.

მსოფლიოს ყველაზე საინტერესო ადგილების 2026 წლის ათეული ასეთია:

  • Songtsam Lodge Cizhong - სიჟონგი, ჩინეთის სასტუმროების ქსელი
  • Oberoi Rajgarh Palace Resort - სასტუმრო ქალაქ რაჯგარჰში, ინდოეთი
  • მასიას ბანაკი, სატუმრო Royal Malewan-ში- კრუგერის ეროვნული პარკი, სამხრეთ აფრიკა
  • სასტუმრო “პლესნიკი” (Hotel Plesnik) - სოლჩავა, სლოვენია
  • კაპადოკიის დახვეწილი გამოქვაბულები Avantgarde - კაპადოკია, თურქეთი
  • andBeyond Suyian Lodge - სუიანის კონსერვაცია, კენია
  • კანიონი ტინაჯანი - სამხრეთ ალტიპლანო, პერუ
  • One&Only Moonlight Basin - ალპური კურორტი, მონტანა
  • საკრუიზო კომპანია Aurora Expeditions-ის გემი Douglas Mawson -პოლარული კრუიზი, აშშ
  • Home Tale Laya - სახლი მომთაბარე დასახლება ლაიაში, ბჰუტანი

ევროპის მასშტაბით სლოვენიის ოჯახური სასტუმრო “პლესნიკის” გარდა, ასევე, გამოირჩეოდა პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე ავანგარდული ბუტიკ-სასტუმრო, Blow Up Hall პოზნანში; პირველი და ერთადერთი სპა-კომპლექსი, Ress Spa ფარერის კუნძულებზე; 2025 წლის მაისში გახსნილი მსოფლიოში ცნობილი V&A East Storehouse-ის მუზეუმი ლონდონში; ამსტერდამის ყველაზე ველური ახალი კულტურული დაწესებულება, Art Zoo Museum და იმავე 2025 წლის მაისში გახსნილი მსოფლიოში პირველი მუზეუმი, Fenix, რომელიც მიგრაციასა და ხელოვნებაში მის ასახვას ეძღვნება.