რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში?

valuta

ეროვნული ბანკის მიერ 24 მარტის დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7166 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.1483 ლარია.

ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.

ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:

ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7090 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.7050 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.1500 ლარად, გაყიდვა კი 3.1300 ლარად შეუძლიათ.

ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7140 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7050 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს - 3.1430 ლარად, ხოლო გაყიდვა - 3.1250 ლარად შეუძლიათ.

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს - 2.7120 ლარად, გაყიდვა კი - 2.7020 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.1500 ლარად, გაყიდვას კი - 3.1300 ლარად შეძლებენ.

თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7150 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6800 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.1500 ლარად, გაყიდვა კი 3.1000 ლარად შეუძლიათ.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.