საქართველოში ბრინჯის 78% ინდოეთიდან და პაკისტანიდან შემოდის

ბრინჯი

საქართველოში ბრინჯის იმპორტი 69%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2025 წლის იანვარ-ივნისში იმპორტირებულია 7.63 მლნ დოლარის ღირებულების 9 865 ტონა ბრინჯი. ეს კი მაშინ, როცა წინა წლის იმავე პერიოდში 4.5 მლნ დოლარის 5 330 ტონა ბრინჯი ვიყიდეთ.

„ბიზნესპრესნიუსის“ დათვლით, შარშან 1 კგ. ბრინჯის იმპორტი გადასახადების გარეშე 84 ცენტი ჯდებოდა, წელს კი 77 ცენტი. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ბრინჯის იმპორტი 8%-ით გაიაფდა.

საქართველოში ბრინჯის 78% ინდოეთიდან და პაკისტანიდან შემოდის

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ბრინჯის უდიდესი ნაწილის იმპორტი ინდოეთიდან და პაკისტანიდან ხორციელდება. ამ ორი ქვეყნის ჯამური წილი ბრინჯის იმპორტში წელს 78%-ს შეადგენს.

უფრო კონკრეტულად, 2025 წლის იანვარ-ივნისში ბრინჯის საქართველოში უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნები ასეთია:

  • ინდოეთი - 4.47 მილიონი აშშ დოლარის (5 307 ტონა);
  • პაკისტანი - 1.5 მილიონი აშშ დოლარის (2 863 ტონა);
  • ვიეტნამი - 435 ათასი აშშ დოლარის (499 ტონა);
  • თურქეთი - 244 ათასი აშშ დოლარის (195 ტონა);
  • იტალია - 225 ათასი აშშ დოლარის (115 ტონა).