საქართველოში მიწის თხილის მთავარი იმპორტიორი ინდოეთია - როგორია ფასი

მიწის თხილი

საქართველოში არაქისის იმპორტი 20%-ით გაიზარდა - ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან.

უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოში შემოვიდა 1.616 მლნ აშშ დოლარის (ჯამში 1 274 ტონა) არაქისი, შარშან იმავე პერიოდში კი 1.353 მლნ აშშ დოლარის (სულ 913 ტონა).

„ბიზნესპრესნიუსის“ დათვლით, წელს 1 კგ-ის საშუალო საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე 1.3 დოლარია, შარშან საანგარიშო პერიოდში კი 1.5 დოლარი იყო. მონაცემების აჩვენებს, რომ საქართველოს არაქისის იმპორტი 13%-ით გაუიაფდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში არაქისის იმპორტი ძირითადად ინდოეთიდან ხორციელდებოდა. კერძოდ, ინდოეთის წილი იმპორტში 77%-ს შეადგენდა, დარჩენილი ქვეყნებიდან იმპორტი კი შედარებით ნაკლები იყო.

უფრო კონკრეტულად, 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში არაქისის ექსპორტიორი 5 ძირითადი ქვეყანა ასე გამოიყურებოდა:

  • ინდოეთი - 1.244 მლნ აშშ დოლარის 1 080 ტონა;
  • ჩინეთი - 143 ათასი დოლარის 87 ტონა;
  • თურქეთი - 127 ათასი დოლარის 50 ტონა;
  • აშშ - 64 ათასი დოლარის 31 ტონა;
  • ბრაზილია - 37 ათასი დოლარის 25 ტონა.

რაც შეეხება ექსპორტს, 2025 წლის პირველ ნახევარში არ განხორციელებულა.