1751349893
უმცროს ექიმს, დეფიციტურ საექიმო სპეციალობებში, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მიღება შეეძლება

პარლამენტმა „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით, განიხილა და 85 ხმით მიიღო.
კანონპროექტის თანახმად, დეფიციტურ საექიმო სპეციალობებში უმცროს ექიმს, 2026 წლის პირველ ოქტომბრამდე, პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიძლება მიეცეს უფლება ჩააბაროს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა და მიიღოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება, თუ იგი კანონპროექტით გათვალისწინებულ პერიოდში მუშაობდა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის ზედამხედველობით, ასევე, თუ ამავე პერიოდში მის მიერ შესრულებული სამუშაო შეესაბამება ამ საექიმო სპეციალობის რეზიდენტურის პროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
ცვლილებით, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლების მისაღებად, შესაბამის დეფიციტურ საექიმო სპეციალობაში უმცროსი ექიმის მუშაობის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს ამ სპეციალობაში რეზიდენტის კურსის ხანგრძლივობაზე ნაკლები.
1751366894
ოკუპირებულ აფხაზეთში ფრენები კიდევ ერთმა რუსულმა ავიაკომპანიამ დაიწყოდროებით ოკუპირებული სოხუმის აეროპორტიდან ფრენები კიდევ ერთმა რუსულმა კომპანია РусЛайн-მა დაიწყო. როგორც Коммерсантъ-ი წერს, პირველი რეისი ავიაკომპანიამ ხანტი-მანსიდან სოხუმის მიმართულებით 28 ივნისს შეასრულა.სააგენტოს ცნობითვე, პირველ რეისს არძინბას სახელობის აეროპორტში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს, გამოყენებული იყო წყლის ჭავლიც. ფრენები 50 ადგილიანი Bombardier CRJ200-ის ტიპის ხომალდით შესრულდა. ავიაკომპანია ევროკავშირის მიერ არის სანქცირებული და Air Safety List-შია. აღსანიშნავია, რომ ამ სიაში ხვდებიან ისეთი კომპანიები, რომლებიც ევროკავშირის შეფასებით, საერთაშორისო საჰაერო უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობაში არ არიან და ევროკავშირის ტერიტორიაზე ოპერირება ეზღუდებათ, მათ ასევე ჩაკეტილი აქვთ ევროკავშირის საჰაერო სივრცეც.მიმდინარე წლის 7 თებერვალს, 32 წლის შემდეგ პირველად, არძინბას სახელობის სოხუმის აეროპორტში რუსულმა სანქცირებულმა UVT Aero-მ სატესტო ფრენა შესრულდა, 2025 წლის 1 მაისს კი მოსკოვიდან პირველი სამოქალაქო რეისიც შესრულდა. სოხუმის აეროპორტი 1960-იან წლებში აშენდა. 1992–1993 წლების ომის შემდეგ, აეროპორტში ფრენები აღარ განხორციელებულა. აეროპორტი სოხუმიდან 18 კილომეტრის მოშორებით, სოფელ ბაბუშარაში მდებარეობს. ოკუპირებული აფხაზეთის აეროპორტის რეკონსტრუქცია რუსულმა კომპანია „ინფრასტრუქტურული განვითარებამ“ განხორციელდა, რომლის ხელმძღვანელიც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის შვილია. ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე აეროპორტს არ აქვს მოქმედი კოდი, რადგან ამის მინიჭების კომპეტენცია მხოლოდ საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციას (ICAO) აქვს. სწორედ ICAO-ს მიმართა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, სადაც "მკაფიოდ დააფიქსირა ქვეყნის პოზიცია საქართველოს უფლებამოსილი უწყების ნებართვის გარეშე ოკუპირებული აფხაზეთიდან საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის დაუშვებლობის შესახებ".bm.ge
1751348772
1-ელი ივლისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს - 1 ივლისს, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი გრილი და ნოტიო ჰაერის მასებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან დროგამოშვებით ძლიერი.დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +12, +17°, დღისით +21, +26°; მთაში ღამით +10, +15, დღისით +18, +23°; მაღალ მთაში ღამით +5, +10°, დღისით +16, +21°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +11, +16°, დღისით +27, +32°; მთაში ღამით +7, +12°, დღისით +23, +28°; მაღალ მთაში ღამით +2, +7°, დღისით +17, +22°.თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტესად უნალექოდ. ჩრდ/დას. ქარი 10-15, დროგ. ძლ. 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31°, ღამით+17 °.სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმ. წვიმა ელჭექით. დას. ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +18 .გაგრა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმ. წვიმა ელჭექით. დას. ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +17°.ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის ბოლოს შესაძლებელია ხანმ. წვიმა ელჭექით. დას. ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით+17 °.ბათუმი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის ბოლოს შესაძლებელია ხანმ. წვიმა ელჭექით. სამხრ/დას. ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +17°.ქობულეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის ბოლოს შესაძლებელია ხანმ. წვიმა ელჭექით. სამხრ/დას. ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით+16°.ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის ბოლოს შესაძლებელია ხანმ. წვიმა ელჭექით. დას. ქარი 10-15, მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით+18°.ხულო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის ბოლოს შესაძლებელია ხანმ. წვიმა ელჭექით. დას. ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21, ღამით+10°.ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმ. წვიმა ელჭექით. დას. ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26, ღამით+16°.ჭიათურა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმ. წვიმა ელჭექით. დას. ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23, ღამით +14°.ამბროლაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმ. წვიმა ელჭექით. დას. ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23, ღამით +14°.ცაგერი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმ. წვიმა ელჭექით. დას. ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22, ღამით +13°.ონი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმ. წვიმა ელჭექით. დას. ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20, ღამით +11°.მესტია- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმ. წვიმა ელჭექით. დას. ქარი 6-11მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21, ღამით+9°.გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დას. ქარი 10-15, დროგ. 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°, ღამით +13 °.ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დას. ქარი 10-15, დროგ. 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°, ღამით +12°.ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დას. ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24, ღამით +11°.ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დას. ქარი 10-15, დროგ. 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°, ღამით +11 °.სტეფანწმინდა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დას. ქარი 10-15, დროგ. შეს. 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით +8 °.გუდაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია ხანმ. წვიმა ელჭექით. დას. ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17, ღამით+6°.თიანეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დას. ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24, ღამით +12°.ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დას. ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28, ღამით +8°.ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დას. ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26, ღამით +10°.ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დას. ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20, ღამით+5°.თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმ. წვიმა ელჭექით. დას. ქარი 10-15, დროგ. 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°, ღამით +16 °.ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმ. წვიმა ელჭექით. დას. ქარი 10-15, დროგ. 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°, ღამით +16°.საგარეჯო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დას. ქარი 10-15, დროგ. 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°, ღამით +17°.სიღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დას. ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°, ღამით+17°.დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია ხანმ. წვიმა ელჭექით. დას. ქარი 10-15, დროგ. 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°, ღამით+16 °.ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმ. წვიმა ელჭექით. დას. ქარი 10-15, დროგ. 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°, ღამით +17°.
1751264130
Google-ის პროგრამით, ტანსაცმლის მოსინჯვა ციფრულად შეგიძლიათGoogle-ის ახალი აპლიკაციის ტანსაცმლის მოსინჯვა სახლიდან გაუსვლელად, მაღაზიის უსასრულო რიგში დგომის გარეშე შეგიძლიათ. Doppl — სწორედ ასე ჰქვია აპლიკაციას, რომელშიც ადამიანს საკუთარი ციფრული ვერსიის შექმნა და მისთვის ინტერნეტში ნაპოვნი სხვადასხვა ტანსაცმლის მორგება შეუძლია, თანაც წამებში.პროცესი მარტივია: პირველ რიგში, მომხმარებელმა სისტემაში კარგად განათებულ ადგილას გადაღებული სურათი უნდა ატვირთოს, რომელზედაც სრულად გამოჩნდება, ხოლო მოგვიანებით, Doppl-ში ტანსაცმელი დაამატოს, რომლის “მოსინჯვა” სურს, რისთვისაც Instagram-ის, Pinterest-ის ან ნებისმიერი სხვა ვებგვერდის გამოყენება შეუძლია.შემდეგ, ხელოვნური ინტელექტი ამ ორ სურათს გააერთიანებს — რისთვისაც, ჯერ სტანდარტულზე ცოტა მეტი დრო სჭირდება — და მომხმარებელს რეალისტურ სურათს დაუბრუნებს, სადაც ჩანს, უხდება თუ არა მას ესა თუ ის ჩაცმულობა. სურვილის შემთხვევაში, Doppl-ის მომხმარებელს საკუთარი ციფრული ავატარის ამოძრავება და მისი პოზის შეცვლა შეუძლია.Google-ის ახალი ფუნქციონალი ტესტირებას გადის, ანუ ის ჯერაც არასრულყოფილია. როგორც ბეტატესტერები ამბობენ, Doppl-ი ხშირად ურევს ტანსაცმელს და უჭირს გაარჩიოს ადამიანის სხეულების ნაწილი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ერთ სურათზე ადამიანი თხემით ტერფამდე დგას, მეორე სურათზე კი მხოლოდ შარვალი ან ქვედაბოლო არის გამოსახული. ასევე ხშირია სხვა შეცდომები. Doppl-ი ახალი აპლიკაციაა, რომელიც ახლა იხვეწება, შესაბამისად ყველა ეს პრობლემა დროთა განმავლობაში აღმოიფხვრება, რადგან ხელოვნური ინტელექტი, როგორც ცნობილია, ექსპონენტურად ვითარდება.თავად ეს ფუნქციონალი Google-ისთვის ახალი არ არის, რადგან ტანსაცმლის მოსინჯვის ტექნოლოგია ამერიკულმა კომპანიამ რამდენიმე წლის წინ წარმოადგინა. ახლა კი, ეს ფუნქციონალი ცალკე აპლიკაციად გაეშვა, რაც მიგვანიშნებს, რომ ამ მიმართულებით Google-ში დიდი გეგმები აქვთ, მაგრამ ტექნოლოგიის განვითარებას დრო დასჭირდება. Dopple-ის გადმოწერა ამ ეტაპზე მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიძლება.bm.ge
1751001602
27 ივნისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 ივნისს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილო-დასავლეთიდან მოქმედი ცივი ჰაერის მასებისა და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი.დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +12, +17°, დღისით +25, +30°; მთაში ღამით +7, +12, დღისით +25, +30°; მაღალ მთაში ღამით +5, +10°, დღისით +21, +26°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +12, +17°, დღისით +29, +34°; მთაში ღამით +5, +10°, დღისით +24, +29°; მაღალ მთაში ღამით +3, +8°, დღისით +20, +25°.თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით დროგამოშვებით ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +17, დღისით +33°.სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°, ღამით +18.გაგრა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°, ღამით +17°.ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°, ღამით +18°.ბათუმი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°, ღამით +17°.ქობულეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°, ღამით +17°ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°, ღამით +19°.ხულო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27, ღამით +8°.ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30, ღამით +17°.ჭიათურა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30, ღამით +13°.ამბროლაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30, ღამით +13°.ცაგერი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30, ღამით +12°.ონი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28, ღამით +9°.მესტია- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26, ღამით +7.გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°, ღამით +12°.ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით +11°.ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ.ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +10°.ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°, ღამით +11°.სტეფანწმინდა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +10°.გუდაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +8°.თიანეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27, ღამით +11°.ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29, ღამით +7 °.ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28, ღამით + 9°.ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22, ღამით +6 °.თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°, ღამით +16°.ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33°, ღამით +17°.საგარეჯო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°, ღამით +16°.სიღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°, ღამით +17°.დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°, ღამით +17°.ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33°, ღამით +17°.
1750918800
Apple-მა მომხმარებლებს მოუსმინა - რა ცვლილებები შევიდა iOS 26-ში?ივნისის დასაწყისში მსოფლიოს ტექნოლოგიურმა გიგანტმა მნიშვნელოვანი განახლება დააანონსა, რომლის ბეტა ვერსიასაც სერიოზული წუნი აღმოაჩნდა. IOS26-ის გამოსვლასთან ერთად კომპანიამ Apple-ის ტრადიციული ვიზუალი შეცვალა და მომხმარებელს ე.წ. თხევადი მინის დიზაინი შესთავაზა.ცვლილება მომხმარებლებმა არაერთფეროვნად აღიქვეს. ბევრს ამ განახლებამ Microsoft-ის ლეგენდარული ოპერაციული სისტემის, Windows Vista-ს დიზაინი მოაგონა. თუმცა უკვე მივიწყებულ სტილთან შედარება Apple-სთვის ყველაზე ნაკლები გამოწვევაა.9 ივნისს, კომპანიის მიერ დეველოპერებისთვის გამოქვეყნებულ IOS26-ის ბეტა ვერსიას სერიოზული წუნი აღმოაჩნდა. კერძოდ, გაირკვა, რომ ე.წ. საკონტროლო ცენტრის (Control Center) გამოყენებისას საკმარისად არ იბურება უკანა ფონი, რაც ართულებს კითხვადობას და, ფაქტობრივად, სერვისით სარგებლობას შეუძლებელს ხდის.კომპანიამ დეველოპერებისა და პროგრამულ განახლებაზე წვდომის მქონე მომხმარებლების კრიტიკა გაითვალისწინა და გუშინ, 23 ივნისს IOS26-ის მე-2 ბეტა ვერსია გამოუშვა. ვითარება შედარებით გაუმჯობესებულია და საკონტროლო ცენტრის გამოყენებისას ის მკაფიოდ იმიჯნება ძირითადი გამოსახულებისაგან.გარდა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებისა, მეორე განახლებით კომპანიამ ე.წ. ზარის მუსიკების კატალოგს ახალი წევრი შემატა. ის საკმაოდ პოპულარული Reflections-ის ალტერნატიული ვერსიაა. ბევრ მომხმარებელს ამ მუსიკამ ცნობილი კომპიუტერული თამაში, “Ace Attorney” მოაგონა.IOS26 Apple-ის უახლესი პროგრამული განახლებაა და ის საჯარო ტესტირებისთვის ივნისში გამოქვეყნდება. საბოლოო ვერსია კი, ტრადიციულად, შემოდგომაზე, ახალი iPhone-ის წარდგენის დღეს მოხდება.