რძის და ხორცის წარმოება შემცირდა, კვერცხის გაიზარდა - როგორია სტატისტიკა

პროდუქტები

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის II კვარტალში რძის წარმოებამ 184.0 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1.1%-ით ნაკლებია. გასული წლის იგივე პერიოდში ქვეყანაში 186.1 მლნ ლიტრი იწარმოა.

ამასთან, წელს საანგარიშო პერიოდში ხორცის წარმოებამ 18.2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 9.5%-ით ნაკლებია. 2024 წლის II კვარტალში ხორცის წარმოება 20.1 ათას ტონას შეადგენდა.

რაც შეეხება კვერცხს, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 179.7 მილიონი ერთეული, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 6.6%-ით მეტია. სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის II კვარტალში 168.5 მლნ კვერცხი იწარმოა.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის II კვარტლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 2.0%-ით შემცირდა და 870.5 ათასი სული შეადგინა.

რაც შეეხება ღორის რაოდენობას, საანგარიშო პერიოდში 175.6 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 12.5%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ხოლო ფრინველი, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6.6%-ით გაიზარდა და 11.1 მილიონი ფრთა შეადგინა.