რამდენი გამოიმუშავა ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-სთან ერთად უეფას სუპერ თასის მოგებისას?

სპორტი 1755158855
კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ისტორიაში მე-2 ფეხბურთელია, ვინც უეფას სუპერ თასი მოიგო.

ქართველი შემტევის პსჟ, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია, სატიტულო შეხვედრაში ევროპა ლიგის ჩემპიონ „ტოტენჰემს“ შეხვდა.

რა თანხა გამოიმუშავეს გუნდებმა სუპერ თასზე უბრალოდ მონაწილეობითა და გამარჯვებით⬇️

უეფას მიერ მატჩისთვის გამოყოფილი სრული საპრიზო ფონდი 9 მლნ ევროა, რომლიდანაც 5 მლნ ევროს გამარჯვებული მიიღებს, დანარჩენ 4 მლნ ევროს კი - დამარცხებული.

ცნობისთვის, პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის უეფასგან ჯამური საპრიზო ფონდის სახით 120 მლნ ევროზე მეტი მიიღო.

ხვიჩა კვარაცხელია, კახა კალაძის შემდეგ მე-2 ქართველია, ვინც უეფას სუპერ თასის ტიტული მოიგო.