რამდენი გამოიმუშავა კვარაცხელიას გუნდმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში გასვლით

სპორტი 1752647774
კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში, ინგლისურ „ჩელსისთან“ დამარცხდა.

საინტერესოა, რა თანხა გამოიმუშავა კვარაცხელიას გუნდმა ფინალში გასვლითა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის სტატუსის მოპოვებით.

ბრიტანული Sky Sports-ის ინფორმაციით, პარიზელებმა ფიფა-სგან 78.4 მლნ ფუნტი მიიღეს, ეს კი, ამჟამინდელი მონაცემებით, 90 მლნ ევროზე ოდნავ მეტი გამოდის.

შედარებისთვის, პარიზელებმა ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის 155 მლნ ევრო მიიღეს.