15 აგვისტოს ტრამპი და პუტინი ალასკაში შეხვდებიან

მსოფლიო 1754809506
ტრამპი და პუტინი

15 აგვისტოს აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტები უკრაინის ომის საკითხზე ალასკაში შეხვედრას გამართავენ. თეთრ სახლში მედიასთან საუბრისას ტრამპმა დაადასტურა გავრცელებული ცნობები, რომ პუტინს შეხვდება. მოგვიანებით კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შეხვედრა 15 აგვისტოს ალასკაში შედგება.

"დიდი მოლოდინის იყო იყო ამერიკის პრეზიდენტისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრაზე. ის გაიმართება შემდეგ პარასკევს დიდებულ შტატ ალასკაზე. დამატებითი დეტალები მოგვიანებით", - დაწერა ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელ Truth-ში. ტრამპმა მანამდე კრემლს ცეცხლის შეწყვეტაზე თანხმობისთვის გარკვეული ვადა მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში დამატებითი სანქციებით დაიმუქრა.