1755339540
ევროპის ყველაზე უსაფრთხო ქალაქი გამოვლინდა - როგორია ტოპ-10

დუბროვნიკი ევროპის ყველაზე უსაფრთხო ქალაქია - ამის შესახებ ტუროპერატორ Riviera Travel-ის ახალი კვლევის შედეგებშია ნათქვამი, რომელმაც კონტინენტზე ყველაზე უსაფრთხო ქალაქების რეიტინგი გამოაქვეყნა.
უსაფრთხო ადგილის ინდექსი შედგა როგორც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დანაშაულის ზრდის, ასევე მიმდინარე დანაშაულის დონის მიხედვით, რის შედეგადაც თითოეულმა ქალაქმა მიიღო უსაფრთხოების ქულა. ყველაზე დაბალი მიუთითებს ყველაზე უსაფრთხო ქალაქს, სადაც დანაშაულის ყველაზე დაბალი დონე ფიქსირდება.
ევროპის 10 ყველაზე უსაფრთხო ქალაქია:
- დუბროვნიკი - 44.14 ქულა
- ტალინი - 55.81 ქულა
- ვარშავა - 60.19 ქულა
- პრაღა - 60.88 ქულა
- კრაკოვი - 64.31 ქულა
- ამსტერდამი - 71.09 ქულა
- მიუნხენი - 73.74 ქულა
- რეიკიავიკი - 76.08 ქულა
- ციურიხი - 76.66 ქულა
- ბუდაპეშტი - 76.94 ქულა
„რეიტინგი ადასტურებს, რომ ევროპა გთავაზობთ კულტურასა და სილამაზეს, ასევე უსაფრთხოების უმაღლეს დონეს. დუბროვნიკის შუა საუკუნეების მომხიბვლელობიდან დაწყებული და ციურიხის წარმოუდგენელი სილამაზით დამთავრებული, ევროპის ყველაზე უსაფრთხო მიმართულებები საშუალებას გაძლევთ თავისუფლად და მშვიდად იმოგზაუროთ“ - ამის შესახებ Euronews Travel-თან Riviera Travel-ის ევროპული პროდუქტების ხელმძღვანელმა ჯოან ლინმა განაცხადა.