რომელია მსოფლიოს ყველაზე სწრაფი მატარებლები - 2025 წლის რეიტინგი

მატარებელი

ჩქაროსნულ მატარებლებს შორის მსოფლიო ლიდერი ჩინური Fuxing Hao-ა, რომელიც 349 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს.

რეიტინგს Business Insider აქვეყნებს.

მსოფლიოს ყველაზე სწრაფი მატარებლების ათეულში, ასევე, იაპონიის, საფრანგეთის, მაროკოს, ესპანეთისა და სხვა ქვეყნების ჩქაროსნულები შევიდნენ.

მაგალითად, აშშ-ში კომპანია Amtrak-მა ჩქაროსნული მატარებლების, NextGen Acela-ს განახლებული ხაზის გაშვება დააანონსა, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთის დერეფანში იმოძრავებს და ისეთ ქალაქებს დააკავშირებს, როგორიც ბოსტონი, ნიუ-იორკი და ვაშინგტონია. ეს მატარებლები მაქსიმალურ სიჩქარეს 257 კმ/სთ-ს ავითარებენ და აშშ-ში ყველაზე სწრაფები არიან. თუმცა განახლებული ამერიკული მატარებლებიც კი მსოფლიო ლიდერებს მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან.

დღეს მსოფლიოს ყველაზე სწრაფი მატარებლები სტაბილურად 300 კმ/სთ-ზე მეტ სიჩქარეს ავითარებენ.

მსოფლიოს ყველაზე სწრაფი მატარებლების ტოპ 10-ეული ასეთია:

  • Fuxing Hao (ჩინეთი) - 349 კმ/სთ
  • JR East E5 (იაპონია) - 320კმ/სთ
  • TGV (საფრანგეთი) - 320 კმ/სთ
  • Al Boraq (მაროკო) - 320 კმ/სთ
  • AVE S-103 (ესპანეთი) - 311 კმ/სთ
  • KTX (სამხრეთ კორეა) - 306 კმ/სთ
  • Shanghai Maglev (ჩინეთი) - 299 კმ/სთ
  • Trenitalia Frecciarossa 1000 (იტალია) - 299 კმ/სთ
  • ICE3 (გერმანია) - 299 კმ/სთ
  • Eurostar e320 (დიდი ბრიტანეთი) - 299 კმ/სთ