1755339540
იყო თუ არა საბავშვო სიმღერა Baby Shark პლაგიატი - სასამართლომ განაჩენი გამოიტანა

სამხრეთ კორეის უზენაესმა სასამართლომ უარყო ბრალდებები, რომ Pingfong-მა ამერიკელი კომპოზიტორის, ჯონათან რაიტის, სიმღერის Baby Shark-ის სიმღერისგან პლაგიატი შექმნა.
რაიტმა ბავშვთა სიმღერის საკუთარი ვერსია 2011 წელს ჩაწერა, Pinkfong-მა - 2016 წელს იმ მოტივით, რომ სიმღერის ქავერ ვერსია იყო და საზოგადოებრივ დომენში ჯდებოდა.
როგორც სასამართლომ დაადგინა, რაიტის ვერსია საკმარისად არ განსხვავდებოდა ორიგინალური სიმღერისგან და საავტორო უფლებების დაცვას არ ექვემდებარებოდა.
სიმღერა Baby Shark სათავეს 1970-იანი წლებიდან იღებს, ხოლო სახელწოდებით Baby Shark Song რაიტმა 2011 წელს შექმნა და Youtube-ზე განათავსა.
Pinkfong-ის ვერსია კი Youtube-ზე ვირუსულად გავრცელდა და 2020 წლის ნოემბერში, 7 მლრდ ნახვით, Youtube-ზე ყველაზე ნახვადი ვიდეო გახდა, ხოლო ერთი წლის შემდეგ გახდა პირველი ვიდეო, რომელმაც 10 მლრდ ნახვას მიაღწია.
1755357076
ზელენსკი ორშაბათს ვაშინგტონში ტრამპს შეხვდებავოლოდიმირ ზელენსკი ორშაბათს ვაშინგტონში დონალდ ტრამპს შეხვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.„პრეზიდენტ ტრამპთან ხანგრძლივი და შინაარსიანი საუბარი გვქონდა. სანამ ევროპელი ლიდერები შემოგვიერთდებოდნენ, ჩვენ პირისპირ საუბრით დავიწყეთ. ეს ზარი საათ-ნახევარზე მეტ ხანს გაგრძელდა, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპთან ორმხრივი საუბარი ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის ძირითადი საკითხების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.„ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ტრამპის წინადადებას უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი შეხვედრის ჩატარების შესახებ. ორშაბათს პრეზიდენტ ტრამპს ვაშინგტონში შევხვდები, რათა დეტალურად განვიხილოთ მკვლელობებისა და ომის დასრულებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი. მოწვევისთვის მადლობელი ვარ“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
1755346800
იყო თუ არა საბავშვო სიმღერა Baby Shark პლაგიატი - სასამართლომ განაჩენი გამოიტანასამხრეთ კორეის უზენაესმა სასამართლომ უარყო ბრალდებები, რომ Pingfong-მა ამერიკელი კომპოზიტორის, ჯონათან რაიტის, სიმღერის Baby Shark-ის სიმღერისგან პლაგიატი შექმნა.რაიტმა ბავშვთა სიმღერის საკუთარი ვერსია 2011 წელს ჩაწერა, Pinkfong-მა - 2016 წელს იმ მოტივით, რომ სიმღერის ქავერ ვერსია იყო და საზოგადოებრივ დომენში ჯდებოდა.როგორც სასამართლომ დაადგინა, რაიტის ვერსია საკმარისად არ განსხვავდებოდა ორიგინალური სიმღერისგან და საავტორო უფლებების დაცვას არ ექვემდებარებოდა.სიმღერა Baby Shark სათავეს 1970-იანი წლებიდან იღებს, ხოლო სახელწოდებით Baby Shark Song რაიტმა 2011 წელს შექმნა და Youtube-ზე განათავსა.Pinkfong-ის ვერსია კი Youtube-ზე ვირუსულად გავრცელდა და 2020 წლის ნოემბერში, 7 მლრდ ნახვით, Youtube-ზე ყველაზე ნახვადი ვიდეო გახდა, ხოლო ერთი წლის შემდეგ გახდა პირველი ვიდეო, რომელმაც 10 მლრდ ნახვას მიაღწია.
1755339840
ყველაზე მდიდარი რუსი ოლიგარქები, რომლებიც უკრაინის ომის შემდეგ გამდიდრდნენ - forbes-ის ათეულიდასავლური სანქციების მიუხედავად, რუსი მილიარდერების ქონება ყოველწლიურად იზრდება. მაგალითად, ყველაზე მდიდარი რუსი ვაგიტ ალეკპეროვი ბოლო 3 წელიწადში (უკრაინაში ომის დაწყებიდან) სულ 18.2 მლრდ დოლარით გამდიდრდა, მეორე ადგილზე მყოფი ალექსეი მორდაშოვი - 15.4 მლრდ დოლარით და ა.შ.უკრაინის ომის შემდეგ 10 რუსი ოლიგარქი 102.2 მლრდ დოლარით გამდიდრდა„ბიზნესპრესნიუსი“ Forbes-ის მილიარდერების რეიტინგზე დაყრდნობით, გთავაზობთ, ყველაზე მდიდარ 10 რუს ოლიგარქს, რომელიც უკრაინის ომის შემდეგ გამდიდრდა: ვაგიტ ალეკპეროვი, Lukoil-ის პრეზიდენტი - 28.7 მლრდ დოლარი (2022 წელს - 10.5 მლრდ დოლარი) ალექსეი მორდაშოვი, Severstal-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე - 28.6 მლრდ დოლარი (2022 წელს - 13.2 მლრდ დოლარი) ლეონიდ მიხელსონი, Novatek-ის სხდომის თავმჯდომარე - 28.4 მლრდ დოლარი (2022 წელს - 14 მლრდ დოლარი) ვლადიმირ ლისინი, Novolipetsk Steel-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე - 26.5 მლრდ დოლარი (2022 წელს - 18.4 მლრდ დოლარი) ვლადიმირ პოტანინი, Norilsk Nickel-ის პრეზიდენტი - 24.2 მლრდ დოლარი (2022 წელს - 17.3 მლრდ დოლარი) გენადი ტიმჩენკო, Novatek-ის მეწილე, ჰოკეის ლიგის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე - 23.2 მლრდ დოლარი (2022 წელს 11.3 მლრდ დოლარი) ანდრეი მელნიჩენკო, Eurochem-ის და SUEK-ის თანადამფუძნებელი - 17.9 მლრდ დოლარი (2022 წელს - 11.1 მლრდ დოლარი) ალიშერ უსმანოვი - Metalloinvest-ის თანამფლობელი - 16.6 მლრდ დოლარი (2022 წელს - 11.5 მლრდ დოლარი) სულეიმან ქერიმოვი და ოჯახი, Polyus-ის 76%-ის მფლობელი - 16.4 მლრდ დოლარი (2022 წელს - 4.4 მლრდ დოლარი) მიხეილ ფრიდმანი, Alfa Bank-ის თანადამფუძნებელი - 15.2 მლრდ დოლარი (2022 წელს - 11.8 მლრდ დოლარი) ამ დროისთვის Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში 140 მილიარდერია, მათი საერთო ქონების მოცულობა კი დაახლოებით 600 მლრდ დოლარს შეადგენს.
1755335400
ევროპის ყველაზე უსაფრთხო ქალაქი გამოვლინდა - როგორია ტოპ-10დუბროვნიკი ევროპის ყველაზე უსაფრთხო ქალაქია - ამის შესახებ ტუროპერატორ Riviera Travel-ის ახალი კვლევის შედეგებშია ნათქვამი, რომელმაც კონტინენტზე ყველაზე უსაფრთხო ქალაქების რეიტინგი გამოაქვეყნა.უსაფრთხო ადგილის ინდექსი შედგა როგორც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დანაშაულის ზრდის, ასევე მიმდინარე დანაშაულის დონის მიხედვით, რის შედეგადაც თითოეულმა ქალაქმა მიიღო უსაფრთხოების ქულა. ყველაზე დაბალი მიუთითებს ყველაზე უსაფრთხო ქალაქს, სადაც დანაშაულის ყველაზე დაბალი დონე ფიქსირდება.ევროპის 10 ყველაზე უსაფრთხო ქალაქია: დუბროვნიკი - 44.14 ქულა ტალინი - 55.81 ქულა ვარშავა - 60.19 ქულა პრაღა - 60.88 ქულა კრაკოვი - 64.31 ქულა ამსტერდამი - 71.09 ქულა მიუნხენი - 73.74 ქულა რეიკიავიკი - 76.08 ქულა ციურიხი - 76.66 ქულა ბუდაპეშტი - 76.94 ქულა „რეიტინგი ადასტურებს, რომ ევროპა გთავაზობთ კულტურასა და სილამაზეს, ასევე უსაფრთხოების უმაღლეს დონეს. დუბროვნიკის შუა საუკუნეების მომხიბვლელობიდან დაწყებული და ციურიხის წარმოუდგენელი სილამაზით დამთავრებული, ევროპის ყველაზე უსაფრთხო მიმართულებები საშუალებას გაძლევთ თავისუფლად და მშვიდად იმოგზაუროთ“ - ამის შესახებ Euronews Travel-თან Riviera Travel-ის ევროპული პროდუქტების ხელმძღვანელმა ჯოან ლინმა განაცხადა.
1755334800
რომელია მსოფლიოს ყველაზე სწრაფი მატარებლები - 2025 წლის რეიტინგიჩქაროსნულ მატარებლებს შორის მსოფლიო ლიდერი ჩინური Fuxing Hao-ა, რომელიც 349 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს.რეიტინგს Business Insider აქვეყნებს.მსოფლიოს ყველაზე სწრაფი მატარებლების ათეულში, ასევე, იაპონიის, საფრანგეთის, მაროკოს, ესპანეთისა და სხვა ქვეყნების ჩქაროსნულები შევიდნენ.მაგალითად, აშშ-ში კომპანია Amtrak-მა ჩქაროსნული მატარებლების, NextGen Acela-ს განახლებული ხაზის გაშვება დააანონსა, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთის დერეფანში იმოძრავებს და ისეთ ქალაქებს დააკავშირებს, როგორიც ბოსტონი, ნიუ-იორკი და ვაშინგტონია. ეს მატარებლები მაქსიმალურ სიჩქარეს 257 კმ/სთ-ს ავითარებენ და აშშ-ში ყველაზე სწრაფები არიან. თუმცა განახლებული ამერიკული მატარებლებიც კი მსოფლიო ლიდერებს მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან.დღეს მსოფლიოს ყველაზე სწრაფი მატარებლები სტაბილურად 300 კმ/სთ-ზე მეტ სიჩქარეს ავითარებენ.მსოფლიოს ყველაზე სწრაფი მატარებლების ტოპ 10-ეული ასეთია: Fuxing Hao (ჩინეთი) - 349 კმ/სთ JR East E5 (იაპონია) - 320კმ/სთ TGV (საფრანგეთი) - 320 კმ/სთ Al Boraq (მაროკო) - 320 კმ/სთ AVE S-103 (ესპანეთი) - 311 კმ/სთ KTX (სამხრეთ კორეა) - 306 კმ/სთ Shanghai Maglev (ჩინეთი) - 299 კმ/სთ Trenitalia Frecciarossa 1000 (იტალია) - 299 კმ/სთ ICE3 (გერმანია) - 299 კმ/სთ Eurostar e320 (დიდი ბრიტანეთი) - 299 კმ/სთ