1755339540
ყველაზე მდიდარი რუსი ოლიგარქები, რომლებიც უკრაინის ომის შემდეგ გამდიდრდნენ - forbes-ის ათეული

დასავლური სანქციების მიუხედავად, რუსი მილიარდერების ქონება ყოველწლიურად იზრდება. მაგალითად, ყველაზე მდიდარი რუსი ვაგიტ ალეკპეროვი ბოლო 3 წელიწადში (უკრაინაში ომის დაწყებიდან) სულ 18.2 მლრდ დოლარით გამდიდრდა, მეორე ადგილზე მყოფი ალექსეი მორდაშოვი - 15.4 მლრდ დოლარით და ა.შ.
უკრაინის ომის შემდეგ 10 რუსი ოლიგარქი 102.2 მლრდ დოლარით გამდიდრდა
„ბიზნესპრესნიუსი“ Forbes-ის მილიარდერების რეიტინგზე დაყრდნობით, გთავაზობთ, ყველაზე მდიდარ 10 რუს ოლიგარქს, რომელიც უკრაინის ომის შემდეგ გამდიდრდა:
- ვაგიტ ალეკპეროვი, Lukoil-ის პრეზიდენტი - 28.7 მლრდ დოლარი (2022 წელს - 10.5 მლრდ დოლარი)
- ალექსეი მორდაშოვი, Severstal-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე - 28.6 მლრდ დოლარი (2022 წელს - 13.2 მლრდ დოლარი)
- ლეონიდ მიხელსონი, Novatek-ის სხდომის თავმჯდომარე - 28.4 მლრდ დოლარი (2022 წელს - 14 მლრდ დოლარი)
- ვლადიმირ ლისინი, Novolipetsk Steel-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე - 26.5 მლრდ დოლარი (2022 წელს - 18.4 მლრდ დოლარი)
- ვლადიმირ პოტანინი, Norilsk Nickel-ის პრეზიდენტი - 24.2 მლრდ დოლარი (2022 წელს - 17.3 მლრდ დოლარი)
- გენადი ტიმჩენკო, Novatek-ის მეწილე, ჰოკეის ლიგის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე - 23.2 მლრდ დოლარი (2022 წელს 11.3 მლრდ დოლარი)
- ანდრეი მელნიჩენკო, Eurochem-ის და SUEK-ის თანადამფუძნებელი - 17.9 მლრდ დოლარი (2022 წელს - 11.1 მლრდ დოლარი)
- ალიშერ უსმანოვი - Metalloinvest-ის თანამფლობელი - 16.6 მლრდ დოლარი (2022 წელს - 11.5 მლრდ დოლარი)
- სულეიმან ქერიმოვი და ოჯახი, Polyus-ის 76%-ის მფლობელი - 16.4 მლრდ დოლარი (2022 წელს - 4.4 მლრდ დოლარი)
- მიხეილ ფრიდმანი, Alfa Bank-ის თანადამფუძნებელი - 15.2 მლრდ დოლარი (2022 წელს - 11.8 მლრდ დოლარი)
ამ დროისთვის Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში 140 მილიარდერია, მათი საერთო ქონების მოცულობა კი დაახლოებით 600 მლრდ დოლარს შეადგენს.